ბიოგრაფია
ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. დედა — ელენე, ხიზამბარელების ოჯახიდან იყო; მამა — ვახტანგ შატაიძე; მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი, შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.
ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.
მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.
დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი. მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“. 1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.
არის მრავალი მხატვრული (გაღმა ნაპირი და სხვ.) და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.
გამოცემული წიგნები
·
მოთხრობები, თბ. მერანი, 1979
·
მოლხინო, თბ. მერანი, 1986
·
სოფლის ძველი სახლი (მოთხრობები), რედ.: ლია არაბიძე, თბ. მერანი, 1990
·
ელიქარი (მოთხრობები), რედ.: ნინო ახალკაცი; მხატვარი გოგი წერეთელი, თბ. მერანი, 1996
·
ხელეური, რედ.: გივი ალხაზიშვილი, მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, თბ. მერანი, 1998
·
მოთხრობები, რედ.: დათო აბულაძე ; მხატვარი ზურაბ მიმინოშვილი, თბ. საარი, 2001, ISBN 99928-39-28-7
·
ნოემბრის წვიმა (ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები), რედ.: ელისაბედ ყვავილაშვილი ; მხატვარი კარლო ფაჩულია, თბ., 2004
·
ევროპაში რა მინდოდა, რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. არეტე, 2004, ISBN 99940-810-6-3
·
პურის მოთხრობა, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-30-48-5
·
ტრამვაი N7 (მოთხრობები; რადიოპიესები), რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. საარი, 2005, ISBN 99940-29-60-6
·
გაღმა ნაპირი (მოთხრობები), სარედ. ჯგ.: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე, თბ. პალიტრა L, 2010, (ქართული პროზის საგანძური, ISSN 1987-8850 ; ტ. 31), ISBN
978-9941-413-94-2
· შეხვედრა (რჩეული), თბ. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2010, ISBN 978-9941-9141-5-7
სცენარის ავტორი
·
გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ( 2008)
·
მიახლოება, სცენარის თანაავტორი რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად, (1989).
·
პეიტარი ( 1988)
·
ლომა ( 1987)
· მევლუდი ( 1985)
რადიოდადგმები
·
მეკვლე
·
დაჭრილი წერო
·
დაბრუნება
გადაღებულია ფილმებში
·
შუშის ნამსხვრევი (2003)
·
პეიტარი (1988)
· ხარება და გოგია (1987)
პრიზები და ჯილდოები
·
მწერალთა კავშირის პრემია (1995–1996)
·
სახელმწიფო პრემია (1996)
·
ღირსების ორდენი
·
„ილიას ფონდის“ პრემია
·
პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე (საფრანგეთი) — 2009
· ლიტერატურული პრემია "საბა" ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ წიგნისათვის ნოემბრის წვიმა — 2005
ბიბლიოგრაფია
- გაღმა ნაპირი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 320გვ.
- პურის მოთხრობა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, არჩილ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 111გვ.. - ISBN: 99940-30-48-5
- ტრამვაი N7 : მოთხრობები; რადიოპიესები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2005. - 200გვ.. - ISBN: 99940-29-60-6
- ნოემბრის წვიმა : ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები (ავტორი). - თბილისი, 2004. - 392გვ.
- ევროპაში რა მინდოდა : წერილების კრებული (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2004. - 236გვ.. - ISBN: 99940-810-6-3
- ხელეური : კრებული (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1998. - 168გვ.
- ელიქარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 216გვ.
- მიწა თავისას მოითხოვს : ქართული ხალხური ზღაპრები და მითები (რედაქტორი). - თბილისი, ლომისი, 1994. - 520გვ.
- სოფლის ძველი სახლი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 351გვ.
- მოლხინო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 158გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000556/
- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94