სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ირაკლი შამათავა 1987წ.  იურისტი, მწერალი  დაბ. სოფ. შეშელეთი გალი, აფხაზეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი შამათავა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

86       ბეჭდვა

ირაკლი შამათავა 1987წ. იურისტი, მწერალი დაბ. სოფ. შეშელეთი გალი, აფხაზეთი


დაბადების ადგილი: ქ. გალი.


2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი; 2016 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა; 2022 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში".



არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული (2020); 

2009-2010 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი. 


არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 


2015-2017 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის“ თავმჯდომარე და კონკურსში ნომინირებული/გამარჯვებული ნაწარმოებების სერიული გამოცემის ხელმძღვანელი. 2023-2025 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, "თანამედროვე სამართლის ჟურნალის" მთავარი რედაქტორი და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

 



  • სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცემებში; 2024 წელს, გამომცემლობა "ბონა კაუზა"-მ გამოსცა მონოგრაფიული ნაშრომი; 2025 წელს იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli) სტიპენდია მოიპოვა.


    მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა L", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა", "ქართული მწერლობა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე. თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014);

    არის თბილისის წიგნის XXII და XXIII ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე და მოდერატორი. 2023 წელს, მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის (Writer’s House Exchange Program; Residencia Literaria 1863, A Coruna, Spain) ფარგლებში იმყოფებოდა ესპანეთში, ლა-კორუნიაში, სადაც იმუშავა ავტობიოგრაფიულ წიგნზე. 


    ავტორი და ხელმძღვანელია ილუსტრირებული ფოტოალბომის თბილისი – ძველი და ახალი, Tbilisi – Old And New (2017 წ.) და გამოცემის ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის საუკეთესო პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომზე (2020 წ.).


    დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურს "ალერდის" (2011), ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ.თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზის" (2010), წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის (2016), ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2016) პრემიებით; ნიკო ლორთქიფანიძის პრემია (2020); გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია (2020); პრემია "მანდარინები" (ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, 2021); არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022).  ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის 2024 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სახელმწიფო ენის პალატის მიერ.


ირაკლის მამა ზურაბ ლუკიანეს ძე შამათავა  დაიბადა 01/05/1957 სოფელი შეშელეთი, გალი, აფხაზეთი. გარდაიცვალა 2007 წელს ქ. ფოთი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.01.2026
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0