სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10719

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ცირა ყურაშვილი (1962)  მწერალი, ფილოლოგი  ქ.ბაღდათი, იმერეთი
ბმულის კოპირება



გამოჩენილი ადამიანები სრული სია

65       ბეჭდვა

ცირა ყურაშვილი (1962) მწერალი, ფილოლოგი ქ.ბაღდათი, იმერეთი

ცირა ყურაშვილი (1962) დაიბადა ქალაქ ბაღდათში. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1987 წელს. 

1986-1993წწ. მუშაობდა ჟურნალ"განთიადის" რედაქციაში კორექტორად, ლიტმუშაკად, განყოფილების გამგედ.
2004 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაზეთი, "ენიგმა", რომელიც 2006 წლიდან ჟურნალის სახით გამოიცემა. 1993 წელს მისი ლექსები შევიდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში. 1996 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ასფალტის ყვავილები", 1999 წელს ზღაპრის წიგნი "ქრისტესია".
2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა მწერალთა ერთობლივი კრებული საბავშვო ლექსებისა "ლილე".
2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ "ალტერნატივა", მწერლის მოთხრობა "უკან არ მიიხედო" წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა. 2005 წელს მოთხრობა შევიდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ ორტომეულში- "ქალი, სახე და პრობლემა". 2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ანბანური პერიოდი". 2008 წელს მოთხრობების და მინიატურების კრებული. 2011 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი პროზაული ნაწარმოებების კრებული "ხიზნები კომანის მონასტერთან".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა ასოციაცია "ურანი", პასუხისმგებელი მდივანი (1991-)
  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", ხელმძღვანელი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", პროზა (ნომინანტი)
    მოთხრობების კრებულისათვის

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0