სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნიკო ყიფიანი 1976-2005წწ გარდ. 29 წლის,  მწერალი  დაბ. სოფ.ხაშმი, საგარეჯო, კახეთი

1976-2005 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ყიფიანი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

382       ბეჭდვა

ნიკო ყიფიანი 1976-2005წწ გარდ. 29 წლის, მწერალი დაბ. სოფ.ხაშმი, საგარეჯო, კახეთი

ნიკო ყიფიანი  (1976-2005)  დაიბადა საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1998 წელს.



მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა კრებული იმ სათაურით, რომელიც თავად ავტორს სურდა დაერქმია თავისი წიგნისთვის: "ერთხელ წასაკითხი მოთხრობები". წიგნში მოთხრობებთან ერთად შესულია მის მიერ ინგლისურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ლორდ ბაირონის და ლორდ როჩესტერის ლექსები, ესსე და მასთან პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერილი მიხო მოსულიშვილის მიერ. წიგნის წინასატყვაობა ეკუთვნის მწერალ ზაალ სამადაშვილს.

ბიბლიოგრაფია




ნიკო ენეფეს ძე ყიფიანი (დ. 14 ივნისი1976თბილისი ― გ. 19 ივნისი2005ხაშმისაგარეჯოს რაიონი) — ქართველი მწერალი.

ნიკო ყიფიანი დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 14 ივნისს. მშობლები, ცარო ხარაშვილი და ენეფე ყიფიანი მალევე გადავიდნენ საცხოვრებლად სოფელ ხაშმში, სადაც ნიკო გაიზარდა და მწერლად ჩამოყალიბდა. „ამ ადამიანს ახასიათებდა დიდი ნიჭი ადამიანების სიყვარულისა, გასაოცარი მეხიერების უნარი და სამართლიანი განსჯა, გარდა იმისა, რომ გარეგნულად გოლიათური აღნაგობა ჰქონდა“ — ამბობს მწერლის და, ნინო ყიფიანი. 1982-1993 წლებში სწავლობდა ხაშმის საშუალო სკოლაში. ნიკო ყველას საგანს ადვილად იმახსოვრებდა, მაგრამ გამორჩეულად უყვარდა ისტორია და ლიტერატურა და ამ სფეროებში იმდენი ჰქონდა ნაკითხი და ისე საფუძვლიანად იცნობდა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურას და ისტორიას, რომ მერვე კლასის მოსწავლე ამოარჩიეს ხაშმის კულტურის ძეგლებზე თბილისის სახელმწიფო ტელევიზიაში სასაუბროდ. ამას მოჰყვა მისი ნაწარმოებების (ლექსი „ვინ იცის“) პირველი გამოქვეყნება გაზეთ „ივრის განთიადის“ ფურცლებზე.

1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაამთავრა ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. უნივერსიტეტიში სწავლის პერიოდშივე მიიღო ოფიცერის ხარისხი. ნიკო ბავშვობიდან გაეცნო ბიბლიას და იქიდან შეისისხლხორცა ქრისტიანული სათნოება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც არაერთხელ უფიქრია ჩაებარებინა სასულიერო აკადემიაში, ან ბერად შედგომისთვის მომზადებულიყო. თუმცა მისი ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ ხაშმში დაბრუნდა საცხოვრებლად. იქ 2002 წლის შემოდგომაზე სოფლის საშუალო სკოლის მოსწავლეების სამხედრო საქმის მასწავლებლობა შესთავაზეს და რაკი სხვაგვარი დასაქმება თითქმის შეუძლებელი გახდა, ამ შემოთავაზებას ენთუზიაზმით დასთანხმდა. შემდეგ ეკონომიკის გაკვეთილებიც მიუმატეს და უფრო დაკავებული აღმოჩნდა სკოლაში.

ნიკოს გარდაცვალების შემდეგ მიხო მოსულიშვილის რედაქტორობით გამოიცა კრებული იმ სათაურით, რომელიც თავად ავტორს სურდა დაერქმია თავისი წიგნისთვის: „ერთხელ წასაკითხი მოთხრობები“ - ISBN 99940-0-571-5. წიგნში მოთხრობებთან ერთად შესულია ნიკოს მიერ ინგლისურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ლორდ ბაირონის და ლორდ როჩესტერის ლექსები, ესსე და მასთან პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერილი მიხო მოსულიშვილის მიერ. წიგნის წინასატყვაობა ეკუთვნის მწერალ ზაალ სამადაშვილს.


2000: „არამი“ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

2000: „კუდი“ „ცისკარი“ .

2001: „ჯადობაზი“ „ცისკარი“ .

2002: „ფრთებდამწვარი სულის წივილი“ „ცისკარი“.

2004: „კაფკასეული სამყარო ქართულ სინამდვილეში“ „ცისკარი“.

2005: „ივენი“ „ლიტერატურული პალიტრა“.

2005: „მურმანი“ „ლიტერატურული პალიტრა“.

2005: „მტრის სისხლი“ „ლიტერატურული პალიტრა“.

2005: „კაცადქცეული“ „ლიტერატურული პალიტრა“.

2005: „თუ ჩემი სული ცხონდება“ „ლიტერატურული პალიტრა“.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D_%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 29.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0