სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ალექსანდრე ყაზბეგი ( ჩოფიკაშვილი) 1848-1893წწ მწერალი  დაბ. სტეფანწმინდა, ყაზბეგი, მცხეთა-მთიანეთი

1848-1893 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ყაზბეგი სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

397       ბეჭდვა

ალექსანდრე ყაზბეგი ( ჩოფიკაშვილი) 1848-1893წწ მწერალი დაბ. სტეფანწმინდა, ყაზბეგი, მცხეთა-მთიანეთი

ალექსანდრე ყაზბეგი ( ჩოფიკაშილი) დაიბადა  ყაზბეგის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში. 



აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში. 


ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (ორიგინალური პიესები – "ერთი უბედურთაგანი",  დაიდგა 1880 წელს; "არსენა", დაიდგა 1882წ., "წამება ქეთევან დედოფლისა", დაიბეჭდა 1883 წელს და დაიდგა 1889წ., გადმოკეთებული – "დილა ქორწილის შემდეგ", 1882წ., "ცხოვრების თანამგზავრი", 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". 1881 წელს "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი" (ორივე 1882), "ციკო" (1883), "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა" (ორივე 1884), "მოძღვარი" (1885) და სხვა. ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი "სამოციანელების" ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში.  


ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0