სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) დ.1964 წელს მწერალი, ფილოლოგი. სოფ. ჭართალა, ახმეტა, კახეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ღანიშაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

326       ბეჭდვა

მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) დ.1964 წელს მწერალი, ფილოლოგი. სოფ. ჭართალა, ახმეტა, კახეთი

მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) (1964)   დაიბადა ახმეტის არიონ, სოფელ ჭართალაში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1990 წელს. 



სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ახმეტის რაიონულ გაზეთ "ბახტრიონის" მთავარ რედაქტორად, თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის პედაგოგად, ამავე ინსტიტუტის რექტორად, კომერციულ გაზეთ "ანონსის" რედაქტორად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილდ, გაზეთ "სამხედრო გაზეთის" კორესპოდენტად, ამავე გაზეთის საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად, სამხედრო გამომცემლობა "ჩირაღდანის" მთავარ რედაქტორად. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა აშშ-სა და გერმანიაში. 2000 წლიდან მიხეილ ღანიშაშვილი თავს ანებებს ყოველგვარ ოფიციალურ სამსახურს და სამუშაოდ მიემგზავრება ჯერ რუსეთში (ერთი წლით), ხოლო შემდეგ - უკრაინაში.


კიევში, თითქმის შვიდი წლის მანძილზე ყოფნისას, ერთვება იქაური სათვისტომოს საქმიანობაში, არის სათვისტომოს მიერ გამომვალ ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ "საქართველოსა" და ამავე სათვისტომოს ბაზაზე არსებული საკვირაო სკოლის აქტიური თანამშრომელი. 2009 წლის ბოლოსთვის საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში და ხელს კიდებს პირად მეურნეობას სოფელში. ათეული წლებია, რაც აქტიურ სამწერლო-სალიტერატურო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ის, ოთხი წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს. იყო ამ წრის ლიტერატრულ ალმანახ "პირველი სხივის" რედკოლეგიის წევრი. 1992 წელს მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი", რომლის უცვლელი თამჯდომარეც არის დღემდე. სწორედ ამ კავშირის ბაზაზე ფუნქციობს მისი ორი ლიტერატურული პროექტი: "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები"(თბილისში) და "ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი" (ჭართალაში). ჩატარებული აქვს ასეულობით სახელოვნებო ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებსგარეთ. მ. ღანიშაშვილი ბავშვობიდანვე წერს. მისი პოეტური და პროზაული ნაწერები, თარგმანები, პუბლიცისტური სტატიები, ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის წერილები, ინტერვიუები წლებია, რაც ინტენსიურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში, გადაიცემა რადიო და სატელევიზიო ეთერით. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დროს თარგმნილია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, შვედურ, რუსულ და ჩეჩენურ ენებზე. გამოცემული აქვს 9 პოეტური კრებული.


ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.05.2022
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0