ქეთევან ქუჩუკაშვილმა (1915-2012) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1934 წელს. ეკუთვნის პიესები: "ზამთრის ზღაპარი" (დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1945, წიგნად გამოიცა 1947, 1953), "კონკია" (დაიდგა იქვე 1965, წიგნად გამოიცა 1973), "გოგო ხოხესია" (დაიდგა იქვე, 1978; მესხეთის სახელმწიფო თეატრში 1974). ეკუთვნის საყმაწვილო კრებულები: "ჩვენი ეზოს ბავშვები"(1953), "ბიჭები"(1959), "თბილი პური"(1963, 1970, 1977), პიესა "წიფლია" (1960), აგრეთვე მოთხრობების კრებულები: "ყვავილები მდინარეზე" (1962), "მოთხრობები" (1964) და სხვა. საბავშვო მწერალი, შიო მღვიმელის ქალიშვილი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.578; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/198494
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1983 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- კონკია : უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1973. - 78გვ.
- თბილი პური (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1970. - 163გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 189გვ.
- ყვავილები მდინარეზე : მოთხრობები / რედ.: მ. ლებანიძე (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1962. - 198გვ.
- ჩვენი ეზოს ბავშვები : ლექსები (ავტორი). - თბილისი , საბლიტგამი, 1953. - 116გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009937/