გიორგი ქუჩიშვილი (1886-1947) დაიბადა თელავის სოფელ ვარდისუბანში.
სწავლობდა თბილისში, ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1906 წელს, მთლიანი კრებული კი 1914 წელს. მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანებია (ლექსების ციკლი "ქუჩის სიმღერები"; მინიატურები − "უსახელო" (1910); "საცოდავი" (1914). გ. ქუჩიშვილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: "აღტაცება" (1909); "პაწია მეგობრები", "სიმღერა" (1922) და "სკოლისაკენ". მწერალ დავით თურდოსპირელის (დავით ჩხეიძე) ძმა.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.350
ბიბლიოგრაფია
- თხზულებანი: 2 ტომად (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963. - 399 გვ., 470გვ.
- მოგესალმებით, ბავშვებო (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1961. - 126 გვ.
- პოემები და ლეგენდები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1939. - 216 გვ.
- მხედრული ლექსები (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია, 1932. - 40 გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000793/