როდიონ ქორქია (1894-1984) დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაამთავრა პირველი მსოფლიო ომის გამო და 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში.
მუშაობდა თეატრალურ საზოგადოებაში სამეცნიერო შემოქმედებითი განყოფილების გამგედ, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. 1959 წლიდან იყო ჟურნალ "პიონერის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი მოთხრობა - "ნიღაბქვეშ" დაიბეჭდა 1924 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". მას ეკუთვნის ხატოვან მოსწრებულ სიტყვათა კრებული "სხარტულა" და მონოგრაფიები ქართველ რეჟისორებზე: "აკაკი ფაღავა", "ალექსანდრე წუწუნავა". ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.346
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1981 - ქ. ფოთის საპატიო მოქალაქე
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შიო მღვიმელის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- სამშობლომ გამომგზავნა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1944. - 44გვ.
- ოთხი ზღაპარი : ჭინკა, ოთხი გომბეშო, კოღო, სიღარიბე (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 47გვ.
- სამი ბიჭის ამბავი : მოთხრობები ბავშვთათვის (ავტორი). - სახელგამის საბ. და ახალგ. სექტორის გა-მა, 1934. - 59გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, მელქისედეკ ლებანიძე, 1927. - 170გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001169/