ლეო ქიაჩელი 1884-1963წწ. მწერალი, დაბ. ობუჯი, წალენჯიხა, სამეგრელო
ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 19 თებერვალი [ ძვ. სტ.7 თებერვალი], 1884, სოფ. ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ლეო ქიაჩელი (1884-1963) დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
კოსტა შენგელაიასთან ერთად
1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი ("შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია ("Escalade"), დუმილის თეორია ("სტეფანე", "ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა ("ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა. ქიაჩელის პირველი რომანი "ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. ქიაჩელის მომდევნო რომანი "სისხლი"(1926-1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა "გვადი ბიგვამ", რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება. ქიაჩელის უკანასკნელი რომანი "მთის კაცი" (1948) სამამულო ომს ეძღვნება. ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.1986
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
შრომის წითელი დროშის ორდენი
ლენინის ორდენი
ბიბლიოგრაფია
თავადის ქალი მაია : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2008. - 480გვ.. - ISBN: 978-99940-27-31-6
ჰაკი აძბა (ავტორი). - თბილისი, ჰერა, 2006. - 146გვ.
გვადი ბიგვა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1980. - 227გვ.
თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, 1972. - 254გვ.
სისხლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1945. - 280გვ.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970 სულ რედაქტირებულია 0
შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ. მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით საზოგადოებრივ საწყისებზე. ქალაქი თელავი.
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023 სულ რედაქტირებულია 2
რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები
1 0
ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი
3 0
იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი
1 0
ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.
4 0
ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.
1 0
ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.