სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნიკოლოზ შიუკაშვილი 1870-1938წწ გარდ. 68 წლის, დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი, დაბ. ზემო ხოდაშენი, ახმეტა, კახეთი

1870-1938 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი შიუკაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

370       ბეჭდვა

ნიკოლოზ შიუკაშვილი 1870-1938წწ გარდ. 68 წლის, დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი, დაბ. ზემო ხოდაშენი, ახმეტა, კახეთი

ნიკოლოზ შიუკაშვილი (1870-1938) დაიბადა ახმეტა ზემო  ხოდაშენში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი 1885 წელს. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ 1886 წელს გამოვიდა სემინარიიდან და მშობლების დახმარებით ჩააბარა ე.წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში.





სწავლის პერიოდში წერდა პატარ-პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და ნოველებს; ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა საინტერესო კორესპონდენციებს ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. მოწაფეობის დროს გაეცნო ქართულ თეატრს და ვალერიან გუნიას შემწეობით ქართული წარმოდგენების მუდმივი სტუმარი იყო; სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთვრებისთანავე, 1892 წლიდან დანიშნეს საალხო სკოლის მასწავლებლად ჯერ სოფელ საცხენისში, ხოლო 1894 წელს ახალციხეში, სადაც სათავეში ჩუდგა სცენისმოყვარულთა მუდმივ დასს; მისი ინიციატივით ხშირად ეწყობოდა წარმოდგენები და შემოსული თანხები საქველმოქმედო საქმეს ხმარდებოდა; ახალციხეში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს დაწერა თავისი პირველი დრამატული თხზულება "გამხმარი ფოთოლი".



პირველი ცდა დრამატურგიაში წარმატებით დაგვირგვინდა. მისი დრამა იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და პროვინციებში. ახალციხეში ყოფნისას დიდი წვლილი შეიტანა სახალხო განათლების საქმეში; გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, სათავეში ჩაუდგა სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას, ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდობას, ხშირად ექომაგებოდა გლეხკაცობას. მეფის მთავრობამ იგი ახალციხიდან გადაიყვანა ახალქალაქში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, შემდეგ 1908 წელს იგი ზაქათლაში გადავიდა; 1908-1912წწ. ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და პედაგოგოიურ მოღვაწეობას ეწეოდა ზაქათალაში როგორც სამაზრო სასწავლებლის ინსპექტორი, დრამატული დასის ხელმძღვანელი-რეჟისორი, დრამატურგი და მთავარი როლების შემსრულებელი, შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და მღეროდა; 1912 წელს იგი დანიშნეს ქ. გორის სამოქალაქო სკოლის ინსპექტორად და მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად. გორშიც გაშალა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ილია ჭვჭავაძის დავალებით იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" რწმუნებული ქალაქ გორში, სადაც საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენებს მართავდა; გორში იგი მოღვაწეობდა 1912-1918წწ.; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კითხულობდა ლექციებს დიქციისა და მეტყველების შესახებ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო შემდეგ ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში; ამავე დროს ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის ოცდაექვსამდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, რამდენიმე მოთხრობა, მინიატურა და ლექსები.



წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/171-shiukashvili

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გორის განყოფილების წევრი (1912-1915)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1932 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 4



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0