სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10496

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ართმელაძე დავით(ტიტე) ადამის ძე (1865-1935) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ქვიანი ლანჩხუთი გურია Давид Адамович Артмеладзе

1865-1935 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ართმელაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ართმელაძე დავით(ტიტე) ადამის ძე (1865-1935) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ქვიანი ლანჩხუთი გურია Давид Адамович Артмеладзе


გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

ართმელაძე დავით ადამის ძე (1 თებერვალი 1865-1935), გენერალ-მაიორი (1917), 1917-18 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1918-21 მეთაურობდა ქართული კორპუსის I და II ქვეით დივიზიებს, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916); 


Давид Адамович Артмеладзе (1 февраля 1865 — 1938[1]) — полковник Российской императорской армиигенерал-майор армии Российской республики; участник Первой мировой войны, кавалер четырёх орденов (в том числе ордена Святого Георгия 4-й степени) и обладатель Георгиевского оружия. После революции, служил в армии Грузинской демократической республики.

დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წელს, სოფელ ქვიანში, გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთში. ართმელაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო 1885 წლის 7 ნოემბერს. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით), რის შემდეგაც გაიგზავნა ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში. 1888 წლის 1 სექტემბერს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება,[2] ხოლო 1892 წლის 1 სექტემბერს გახდა პორუჩიკი; 1900 წლის 6 მაისი — შტაბის კაპიტანი; 1901 წლის 6 მაისი — კაპიტანი; პირველი მსოფლიო ომის წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე თურქესტანის ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. 1908 წელს მან იქორწინა სოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც 1909 წელს ეყოლა ქალიშვილი ნინა, ხოლო 1911 წელს — ვაჟი ილია.

1915 წლის 19 ივლისს ართმელაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა.[3] 1917 წლის იანვარში დაინიშნა მე-16 თურქესტანის პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1917 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.[4]

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აქტიურად ჩაება ქართული არმიის ფორმირებაში.[5] 1918 წლიდან ქართულ არმიაშია. 1920-1921 წლებში სარდლობდა პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა შენაერთებს.[6] 1921 წლის მარტში ართმელაძე 1500 კაციანი მოხალისეთა ჯგუფით შეუერთდა გენერალ მაზნიშვილს და განდევნა თურქები ბათუმიდან.[5] გენერალი მაზნიაშვილი წერს, „მოველაპარაკე გენერლებს წულუკიძესა და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად. ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბერის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები გენერალ ართმელაძეს“. როგორც თავად მაზნიაშვილი წერდა, ამ ბრძოლაში დაიღუპა მხოლოდ და მხოლოდ 84 ქართველი.[5]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ართმელაძე და სხვა ქართველი გენერლები მონაწილეობდნენ საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში. ის ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.


ჯილდოები


  • 1906 — წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი
  • 1909 — წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
  • 1914 — წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • 1916 — საბრძოლო დიდების ხმლის
  • 1917 — წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი
  • https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0