მიქაშავიძე არკადი ნიკოლოზის ძე (15 ივნისი 1876-1971) დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია.
რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და პირველი მსოფლიო (1914-1918) ომების მონაწილე. მსახურობდა დაღესტნის მე-2 ცხენოსანთა პოლკში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1920-1921 წწ. იყო ტფილისის სამხედრო კომენდანტი. 1917 მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება და საბრძლო დამსახურებისთვის გადაეცა წმინდა გიორგის ოქროს იარაღი. 1921 წელს საქართველს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ქუთაისში. ქართველი გენერალ-მაიორი.
წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.38
არკადი ნიკოლოზის-ძე მიქაშავიძე (1876-1971) გენერალი (1920) დაიბადა ოზურგეთის მაზრაში.
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო (1914-1918) ომებში. მსახურობდა დაღესტნის მე-2 ცხენოსან პოლკში. 1917 წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილოდოვდა გიორგის ოქროს იარაღით (19.03.1917) 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1920-1921 წლებში იყო ტფილისის სამხედრო კომენდანტი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ.ქუთაისში. დაკრძალულია იქვე.