სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე იოანე( ნიკოლოზ თამაზის ძე შომახია დ1971) გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი თბილისი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი შომახია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

515       ბეჭდვა

მეუფე იოანე( ნიკოლოზ თამაზის ძე შომახია დ1971) გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი თბილისი

ყოვლადუსამღვდელოესი იოანე

გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი


ერისკაცობაში – ნიკოლოზ თამაზის ძე შომახია

დაიბადა: 1971 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში.

ანგელოზის დღე: 21 მაისი და 9 ოქტომბერი – მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველის ხსენება.

ბერად აღკვეცა: 15. 03. 2008

დიაკვნად კურთხევა: 22. 06. 2008

მღვდლად კურთხევა: 16. 07. 2010

ეპისკოპოსად კურთხევა: 01. 12. 2013

მისამართი: ქ. გარდაბანი.


გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია (ქ. გარდაბანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

კათედრა გარდაბანსა და მარტყოფში, რეზიდენცია გარდაბანში.


ეპისკოპოსი იოანე (შომახია) – ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში – ნიკოლოზ შომახია, დაიბადა 1971 წლის 13 აგვისტოს ქ. თბილისში, თამაზ ნიკოლოზის ძე შომახიას და ნინო შალვას ასულ ვარძუკაშვილის ოჯახში.


1988 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-100 საშუალო სკოლა.


1989-1995 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ელექტრომექანიკა-ავტომატიკის სპეციალობაზე. მიენიჭა სამთო ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.


2006 წლიდან სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილია.


2008 წლის 15 მარტს აჩხოტის მონასტერში სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა იოანე.


2008 წლის 22 ივნისს ეპისკოპოსმა იეგუდიელმა დიაკვნად აკურთხა.


2010 წლის 16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი. 2010 წლის ოქტომბერში მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადაიყვანეს და სხვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის მამათა მონასტრის საძმოში განაამწესეს.


2011 წლის 18 ივლისს ფოკის წმიდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.


2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე, ახლად შექმნილი აგარა-წალკის ეპარქიის, ეპისკოპოსად გამოარჩიეს.


2013 წლის 1 დეკემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.


2015 წლის იანვრიდან მეუფე იოანე განაგებს გარდაბნის და მარტყოფის ეპარქიას.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0