სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე სვიმეონ (თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი დ.1982), სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი, დაბ. სიღნაღი კახეთი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ცაკაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

472       ბეჭდვა

მეუფე სვიმეონ (თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი დ.1982), სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი, დაბ. სიღნაღი კახეთი

ყოვლადუსამღვდელოესი სვიმეონი

სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი

ერისკაცობაში – თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი

დაიბადა: 1982 წლის 9 აგვისტოს, ქ. სიღნაღში.

ანგელოზის დღე: 25 მარტი – ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ხსენება.

ბერად აღკვეცა: 19. 08. 2005

დიაკვნად კურთხევა: 04. 12. 2005

მღვდლად კურთხევა: 02. 04. 2006

ეპისკოპოსად კურთხევა: 10. 11. 2013

მისამართი: დაბა სურამი, ლესელიძის ქ. #7.

ტელ.: (+995 0368) 22 71 19

მობ.: (+995 599) 05 06 34


ხაშურისა და სურამის ეპარქია (ქ. ხაშური, ხაშურის მუნიციპალიტეტი).

კათედრა ხაშურსა და სურამში, რეზიდენცია სურამში (დროებით).


ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი) – ეპისკოპოსი სვიმეონი, ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, თამაზ ცაკაშვილისა და ლალი მარტყოფლიშვილის ოჯახში.


1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 101-ე საჯარო სკოლა.


1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე.


რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.


1999 წლიდან ქ. თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელია. ასევე პერიოდულად გალობდა სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში. ამავე წლებში ბოდბის ეპარქიაში რამდენიმე ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა.


2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაშია.


2005 წლიდან ძამის ხეობაში, ტბეთის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის მორჩილია.


2005 წლის 19 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიმა იობმა ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა.


2005 წლის 4 დეკემბერს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად აკურთხა.


2006 წლის 25 მარტს მიტროპოლიტმა იობმა სქემაში აღკვეცა და სახელად სვიმეონი უწოდა


2006 წლის 2 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა მღვდლად დაასხა ხელი და ტბეთის მონასტერში დანიშნა მღვდელმსახურად,


2006 წლის 8 მაისს სურამის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.


2007 წლის 15 აპრილს ურბნისის წმიდა სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარია.


2008 წლის 22 მაისს დაადგინეს ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.


2009 წლის 19 მაის ოქროს ჯვრითა და ენქერით დააჯილდოვეს და იღუმენის წოდება მიანიჭეს.


2010 წლიდან ყორანქედის წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია.


2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოირჩიეს.


2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი.


2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ქ. ხაშურში უძღვება საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.12.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0