სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე მიქაელი (მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე დ.1966) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი დაბ. ჭიათურა იმერეთი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი გაბრიჭიძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

მეუფე მიქაელი (მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე დ.1966) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი დაბ. ჭიათურა იმერეთი

ყოვლადუსამღვდელოესი მიქაელი ეპისკოპოსი მიქაელი (ერისკაცობაში — მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე; დ. 25 იანვარი, 1966, ჭიათურა)


— თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 20 ოქტომბრიდან.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი

ერისკაცობაში – მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე

დაიბადა: 1966 წლის 25 იანვარს, ქ. ზესტაფონში.

ანგელოზის დღე: 19 სექტემბერი და  21 ნოემბერი – მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება.



ბერად აღკვეცა: 02. 04. 1994

დიაკვნად კურთხევა: 01. 06. 1994

მღვდლად კურთხევა: 13. 11. 1994

ეპისკოპოსად კურთხევა: 20. 10. 2013

მისამართი: დაბა თიანეთი

მობ.: (+995 599) 15 33 73

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია (თიანეთის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი).

კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.

სერგო ვარდოსანიძე


ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) – ეპისკოპოსი მიქაელი, ერისკაცობაში – მამუკა გაბრიჭიძე დაიბადა 1966 წლის 25 იანვარს ქ ჭიათურაში გივი სევერიანის ძე გაბრიჭიძისა და მართა სერგოს ასულ ცერცვაძის ოჯახში.


1983 წელს დაასრულა ქ. ჭიათურის მე-7 საშუალო სკოლა.


1986 წელს დაამთავრა ქ.თბილისის კავშირგაბმულობის პროფესიული ტექნიკუმი.


1986 წელს ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე.


1987 წლიდან ეკლესიის მრევლია.


1993 წელს ქ. სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილის კაბით შემოსა.


1993 წლის ოქტომბრიდან მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილია.


1994 წლის 2 აპრილს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა ბერად აღკვეცა და სახელად მიქაელი უწოდა.


1994 წლის მაისში ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოში განამწესეს. მასვე დაევალა ფოკაში არსებული მამათა და დედათა მონასტრების სამეურნეო საქმეების მეურვეობა.


1994 წლის 1 ივნისს ფოკის წმიდა ნინოს სახელობის ღია ტრაპეზზე ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა დიაკვნად აკურთხა.


1994 წლის 13 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ფოკის დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად დანიშნა.


1996 წლის 1 ივნისს ოქროს ჯვრითა და ენქერით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.


1995 წლის 20 აპრილიდან ფოკის მამათა მონასტრის წინამძღვარია.


1997 წლის 23 მაისს მიენიჭა არქიმანდრიტობა და დაადგინეს შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრად.


1997 წლის ივნისიდან 2007 წლის 1 ნოემბრამდე სამთავროს წმიდა ნინოსა და ანტიოქიის წმიდა სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის დედათა მონასტრების სულიერი მოძღვარია.


2001 წლის 5 მარტიდან 2007 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.


2011 წლის 13 ნოემბერს მეორე გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა.


2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად გამოარჩიეს.


2013 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0