სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12023

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
თევდორე (დიმიტრი ამირანის ძე ჭუაძე) დ. 1967წ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, გაიზარდა თელავში.
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჭუაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

თევდორე (დიმიტრი ამირანის ძე ჭუაძე) დ. 1967წ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, გაიზარდა თელავში.

მეუფე თევდორე (დიმიტრი ამირანის ძე ჭუაძე)  

მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

ერისკაცობაში – დიმიტრი ამირანის ძე ჭუაძე


დაიბადა: 1967 წლის 11 აპრილს, ქ. სიღნაღში.

1984 - თელავის მე-4 საშუალო სკოლა;

1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;

1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;

ანგელოზის დღე: დიდი მარხვის I შაბათი – დიდ მოწ. თეოდორე ტირონის ხსენების დღე

ბერად აღკვეცა: 22. 02. 1991

დიაკვნად კურთხევა: 02. 04. 1991

მღვდლად კურთხევა: 08. 09. 1991

ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 10. 1996

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2003

მიტროპოლიტობა ებოძა: 30. 04. 2006

ქორეპისკოპოსის სამდივნო (+995 32) 298 27 08

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის (ქ. ახალციხე, ქ. ვალე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, ნომინალურად ტაო-კლარჯეთი).

კათედრა ახალციხესა და საფარაში, რეზიდენცია ახალციხეში.


ტაძრების და სასულიერო პირების კურთხევის არასრული ნუსხა;

2003 წლის 20 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის სოფელ სარფში ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მონათლა 200-ზე მეტი ადგილობრივი ლაზი. ნათლობას  ესწრებოდნენ შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე), ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი საბა (გიგიბერია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). ნათლობა შესრულდა „სისხლის მდინარეში“. ეს სახელი ამ ადგილს თავად ხალხმა უწოდა, რადგან სწორედ აქ ხდებოდა მუსულმანთა მიერ ქრისტიანობისთვის თავდადებულ ქართველთა მოწყვეტა.


2003 წლის 12 დეკემბერს ნეკრესში, წმიდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს ბერად აღიკვეცა საპატრიარქოს მორჩილი ოთარ ქურციძე და სახელად ეწოდა აბიბოსი. ბერად  აღკვეცაში მონაწილეობდნენ: ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ხონის მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია) და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). 18 დეკემბერს საფარის წმიდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში ამავე წმიდანის ხსენების დღეს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა თეოდორემ ბერი აბიბოხი აიყვანა დიაკვნის ხარისხში.,


2004 წლის 10 ივლისს, ნეკრესის მამათა მონასტერში მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (მელაძე) ბერებად აღკვეცა ნეკრესის მონასტრის მორჩილები: ზაზა (ფრიდონაშვილი), რომელსაც სახელად ეწოდა ისააკი, სერგი (ტუღუში), რომელსაც ეწოდა ესაია და ელგუჯა (პიტალსკი) - ეწოდა სერგი. ბერების აღკვეცას ესწრებოდნენ ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), სამღვდელოება და მრევლი. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიაში, რომელიც ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებსა და საინგილოს მოიცავს, 2 მამათა მონასტერია. ამჟამად ნეკრესის ეპარქიაში 13 ბერი მოღვაწეობს.


2005 წლის 29 ივნისს საფარის მონასტერში საფარის არქიმანდრიტმა არსენმა მორჩილი ზაზა გულორდავა ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. აღკვეცას დაესწრნენ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე) და ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).


2005 წლის 17 დეკემბერს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) აბასთუმნის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან სერგის (კვირიკაშვილი) და დიაკვნად დაასხა ხელი საფარის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტს, გაბრიელ ბურჭულაძეს.


2005 წლის 18 დეკემბერს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა  და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) აბასთუმნის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გაბრიელ თვალაბეიშვილს.


2007 წლის მარტში ვარკეთილის II მიკრორაიონში არსებულ №178 სკოლაში გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. 23 იანვარს ტაძარი აკურთხა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). ტაძარში იმსახურებს მღვდელი მიქაელ კირკიტაძე.


2007 წლის 22 მარტს ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერად აღკვეცა მორჩილები: გიორგი ზარიძე (სახელად ეწოდა იოანე) და გიორგი ჯობინაშვილი (სახელად ეწოდა ლაზარე);


2007 წლის 29 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ საბას (ქირია). 5 აგვისტოს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ვეფხვია ჭიტაძე და სახელად გიორგი უწოდა. დიაკონი გიორგი დროებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.


2007 წლის 12 აგვისტოს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვეფხვია სამსონიძე და სახელად სერაპიონი უწოდა. დიაკონი სერაპიონი დროებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.


2007 წლის 19 აგვისტოს მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ახალციხის, ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი კიკვაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტამარში იმსახურებს.


2007 წლის 30 სექტემბერს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი წალკის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ანგიას (ბრეგვაძე) და დაიკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ბერი იოანე (ტოგონიძე). მამა ანგია წალკის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო ბერ-დიაკვანი იოანე სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.


2007 წლის 4 ნოემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა რევაზ კაპანაძე. დიაკონი რევაზი ადიგენის რაიონის ტაძრებში იმსახურებს.

2007 წლის 11 ნოემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიეროი სემინარიის კურსდამთავრებული კახაბერ ქუბიაშვილი. დიაკონი კახაბერი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.

2007 წლის 18 ნოემბერს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი კარლო სუარიშვილი და სახელად ლონგინოზი უწოდა. დიაკონი ლონგინოზი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.

2007 წლის 27 ნოემბერს ხვილიშას (ასპინძის რაიონი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალციხის ,ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კუტივაძე. დიაკონი ლევანი თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის (ლურჯი მონასტერში იმსახურებს).

2007 წლის 2 დეკემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდმათავრებული გოჩა აბესაძე და სახელად გრიგოლი უწოდა. დიაკონი გრიგოლი მუხიანის წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძარში იმსახურებს.

2008 წლის 6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ალექსის (არაჩემია);


2008 წლის 24 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონი სერაპიონ სამსონიძე.

2008 წლის 2 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის  დიაკონს გიორგი ჭიტაძეს.

2008 წლის 20 აპრილს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონს ლევან მერაბიშვილს.

2008 წლის 22 ივნისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კუსრდამთავერებული გელა კვარაცხელია და სახელად გელასი უწოდეა. დიაკვანი გელასი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.

2009 წლის 21 მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო ლოცვაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მონაზვნად აღკვეცა საპატრიარქოს მორჩილები და სამთავროს მონასტრის მკვიდრნი;

საპატრიარქოდან:

მორჩილი ლიდია ჯანიაშვილი — უწოდა მონაზონი ელენე,

მორჩილი ქეთევან შელია — უწოდა მონაზონი ელისაბედი,

მორჩილი ნინო ბიბილეიშვილი — უწოდა მონაზონი თამარი,

მორჩილი თინათინ ჭიღლაძე — უწოდა მონაზონი მარინე,

მორჩილი მარიამ მუშკუდიანი — უწოდა მონაზონი ეკატერინე,

სამთავროს მონასტრიდან:

სამონაზვნე თამარი (ჭანკვეტაძე) — უწოდა მონაზონი ანა,

სამონაზვნე ნესტან სამხარაძე — უწოდა მონაზონი ნინო,

სამონაზვნე თომაიდა ფირანიშვილი ― უწოდა მონაზონი სალომე,

სამონაზვნე ვალენტინა სასანია — უწოდა მონაზონი ევდოკია,

სამონაზვნე ემილია ბესკარავიანი — უწოდა მონაზონი ევგენია.


2009 წლის 29 მარტს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი ლევან ჟღენტი. დიაკონი ლევანი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად და- ინიშნა.


2009 წლის 5 აპრილს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონს თეოდორე ნადაშვილს.


2009 წლის 8 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). იმავე დღეს ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).


2009 წლის 8 ნოემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის პედაგოგი, ალექსი ქშუტაშვილი. დიაკონი ალექსი თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.


2009 წლის 28 დეკემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ბერ-დიაკონ იოანეს (კავსაძეს).


2010 წლის 18 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი რაფიელი (ბერიტაშვილი). ბერდიაკონი რაფიელი ძალაანთხევის მონასტერში იმსახურებს.


2010 წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს დავით ციცქიშვილს, ხოლო დიაკვნად — ამავე ტაძრის კეთილმოწესეს, რევაზ ბაიდაშვილს.


2010 წლის 1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხეს სოფელ გომის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრადაც დროებით დაინიშნა დეკანოზი აკაკი ჟვანია.


2011 წლის 2 აპრილს ზარზმის მამათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერად აღკვეცა მორჩილი კახაბერ თავაძე და სახელად აბო უწოდა.


2011 წლის 26 აგვისტოს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი სტეფნაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.


2013 წლის 11 აპრილს აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ეკა ბეგალიშვილი და სახელად ტაისია უწოდა. 


2014 წლის 2 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიის დიაკვან დავით ბერაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ხონელიძე.


2014 წელი. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 14 მარტს ორმოცი დღე შესრულდა, რაც გარდაიცვალა ფიტო მანგლისისა და თეთ“ იწყაროს ეპარქიის უხუცესი მღვდელმსახურიდთ წინწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის იღუმენი მეთოდე (ერისკაცობაში -- მიხეილ მარკოზის ძე აივაზოვი). იღუმენმა მეთოდემ ცხოვრებისა და მსახურების რთული გზა განვლო. იგი 1927 წელს იყო დაბადებული. სასულიერო მოღვაწეობა კი 1957 წელს დაიწყო. წლების მანძილზე მსახურობდა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, თბილისის წმინდა ბარბარეს ზემო და ქვემო ეკლესიებში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სოფელ წინწყაროში გაატარა. ხელდასხმა 2 მარტს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან არჩილ ოქრუაშვილს. მღვდელი არჩილი მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.


2014 წლის 26 ოქტომბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ნიკოლოზ მაისურაძეს. მღვდელი ნიკოლოზი ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.


2015 წლის 8 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვან გიორგი ჭიაბრიშვილს. მღვდელი გიორგი ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს. 


2015 წლის 5 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულს, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამტრედიის ქ.) დიაკონ გიორგი ხანთაძეს. მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს.


2015 წლის 26 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი,  ბერი იოანე (დიხამინჯია). 


2015 წლის 30 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი ნაზარი (სვიმონიშვილი).


2015 წლის 25 ოქტომბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი ებრალიძე. დიაკვანი ირაკლი თბილისის წმ. არჩილ და ლუარსაბის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.


2015 წლის 30 ივლისს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ანდრია ბეროშვილს. მღვდელი ანდრია თბილისის წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში იმსახურებს.

2016 წლის 6 ნოემბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე)
მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმ. ჯვრის მამის სახელობის ტაძრის დიაკვან ზაქარია აბჟანდაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ადამაშვილი.


2017 წლის 29 იანვარს ახალციხის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკვან ნაზარს (ბასილაია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის ბერი შიო (ხონელიძე).


2018 წლის 17 დეკემბერს ახალციხის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკვან საბას (სვიანაიძე).


2018 წლის 4 მარტს ბერმუხის წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის მორჩილი გიორგი ხუჭუა, სახელად უწოდა გაბრიელი (გაბრიელ მთავარანგელოზის

სახელობაზე) და მორჩილი დიმიტრი წნემსაია, სახელად უწოდა ხვედიოსი (ხს. 18 ოქტომბერს).

2018 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მაგოლომლიცია ორით (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.

 2022 წლის 13 მარტს ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კრარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ლაშა აღოშაშვილი და სახელად მათე უწოდა. 2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ იაკობ ბენიძეს.

2025 წლის 16 ნოემბერს ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კრარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ოთარაშვილი გერასიმე (გიორგი) ალბერტის ძე ბერი 






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.12.2025
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0