სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12397

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
აბრაამი (ამირან) მამიას ძე გარმელია დ.1948) დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი დაბ. სოხუმი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი გარმელია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

158       ბეჭდვა

აბრაამი (ამირან) მამიას ძე გარმელია დ.1948) დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი დაბ. სოხუმი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი აბრაამი

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი

ერისკაცობაში – ამირან მამიას ძე გარმელია

დაიბადა:1948 წლის 15 ნოემბერს, ქ. სოხუმში.

ანგელოზის დღე: 22. 10; ქრისტესშობის კვირის წინა კვირა – მამათმთავარი აბრაამის ხსენება

ბერად აღკვეცა: 03. 01. 1988წ.

დიაკვნად კურთხევა: 03. 04. 1988 წ.

მღვდლად კურთხევა: 29. 05. 1988წ.

ეპისკოპოსად კურთხევა: 25. 12. 1992წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.

სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი: 16. 11. 2008წ.

ტელ.: (+995 32) 252 00 98

მობ.: (+995 599) 27 75 57

ფაქსი: (+995 32) 251 74 68; 822 42 01 99 (ევროპა)

დასავლეთ ევროპის ეპარქია (ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, მალტა, საფრანგეთი, შვეიცარია)



მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) – ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. სოხუმში.

1953 წლიდან მისი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1971 წელს. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. 1986 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1988 წელს.

1988 წლის 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად აბრაამი. იმავე წლის 3 აპრილს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1988 წლის 29 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ, აკურთხა მლვდელმონაზვნად. მსახურობდა ჯერ დმანისის სიონის, ხოლო შემდეგ – გელათის მონასტრის წინამძღვრად.

1989 წლის მაისიდან 1990 წლის ივლისამდე იმყოფებოდა ქ. რეგენსბურგის (გერმანია) აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში.

1990 წლის 1 სექტემბრიდან 1991 წლის 30 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის სექტემბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ძველ აღთქმაში.

1991 წლის 21 ოქტომბერს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 30 ოქტომბრიდან დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.

1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით დადგენილ, ხოლო 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. 

1993 წლის 19 ივლისს ეპისკოპოსი აბრაამი დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მეუფე აბრაამის ძალისხმევით 1994 წლიდან ქრისტიანული

ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი.

1994-2000 წლებში გაიხსნა საქართველოს ისტორიის, ლვთისმეტყველების, ხელოგნებათმცოდნეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების კათედრები. რექტორის ინიციატივით დაარსდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“.

მეუფე აბრაამი 1996-1998 წლებში გურჯაანისა და საგარეჯოს ეპარქიის, ხოლო 1998-2002 წლებში ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველი იყო. 1995 წლის 20 ივწისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას.

1996 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში.

2002 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე აბრაამი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველია. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი

ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.

2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. 2014 წლის 3 ივნისს გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომლის განჩინებითაც დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყო გერმანიის, ავსტრიისა და ბენილუქსის ქვეყნების სამრევლოები. დასავლეთ ევროპის ეპარქიაში დარჩა საფრანგეთის, შვეიცარიის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიისა და იტალიის სამრევლოები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.07.2026
სულ რედაქტირებულია 3




გარმელია - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0