სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ილია ფერაძე 1866-1928წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. ზესტაფონი, დაბა, შორაპანი, იმერეთი

1866-1928 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფერაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

364       ბეჭდვა

ილია ფერაძე 1866-1928წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. ზესტაფონი, დაბა, შორაპანი, იმერეთი

ილია ფერაძე (1866-1928) დაიბადა ზესტაფონის რაიონში, მაშინდელი შორაპნის მაზრის სოფელ ნებოძირში. 


დაამთავრა ქუთისის სასულიერო სასწავლებელი 1882 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 1889 წელს. სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და 1893 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ამ დროიდან იგი ჩაება აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში. პირველად დანიშნეს გორის სასულიერო სასწავლებელში; 1896-1907წწ. მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1908 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ბათუმში, სადაც 1918 წლამდე დარჩა; 1908-1918წწ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად ითვლებოდა აგრეთვე აჭარის სახალხო სკოლების ინსპექტორად; 1918 წელს დანიშნეს ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორად, ამ თანამდებობაზე იგი 1922 წლამდე დარჩა; შემდეგ იგი გადაიყვანეს ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმის გამგედ; 1924-1925 სასწავლო წელს მუშაობდა ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად; 1925-1926წწ. სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1926 წლიდან სამუშოდ კვლავ გადმოვიდა თბილისში, სადაც განაგრძობდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია მთელი რიგი სახელმძღვანელო წიგნების და ლიტერატურულ-პუბლიცისტური, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და სხვა ხასიათის ნაშრომებისა; 1880-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და სხვადასხვა საკითხზე თავისი დროისათვის მნიშვნელოვან და საყურადღებო წერილებს აქვეყნებდა. წერდა ლიტერატურულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, თარგმნიდა უცხოელი და რუსი მოწინავე მწერლების ნაწარმოებებს.



წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/158-peradze

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0