სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გურამ ფანჯიკიძე 1933-1997წწ  მწერალი წარმ. სოფ. ახალსოფელი ამბროლაური რაჭა

1933-1997 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფანჯიკიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

431       ბეჭდვა

გურამ ფანჯიკიძე 1933-1997წწ მწერალი წარმ. სოფ. ახალსოფელი ამბროლაური რაჭა

გურამ ფანჯიკიძე (1933-1997) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.



1957-1958წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; 1959-1963წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შავი ლითონების მეტალების კათედრაზე და პარალელურად, იყო გაზეთ "ლენინელის" რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები: "საღამო", "რაშიდა", "თოვლიანი დღე" 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – "მეშვიდე ცა" – ასევე "ცისკარში" 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – "თვალი პატიოსანი", შემდგომ კი რომანებს – "აქტიური მზის წელიწადი" და "სპირალი". იგი არის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევის, სამეცნიერო-პოპულარული სტატიისა და დოკუმენტური პროზის ავტორი. 1963-1974წწ. გ.  ფანჯიკიძე ჯერ ჟურნალ "ცისკრის", შემდგომ გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პასუხისმგებელი მდივანია; 1974-1977წწ. ალმანახ "განთიადის", ხოლო 1977-1979წწ. ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორია. 1979 წლიდან გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორია. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების : "ლევან ხიდაშელი", "თვალი პატიოსანი" და "სპირალი" – სცენარის ავტორი.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    აქტიური მზის წელიწადი : რომანი/გურამ ფანჯიკიძე. - თბილისი : მერანი, 1979. - 414გვ.
  • 1972 - საქართველოს კომკავშირის პრემია
    თვალი პატიოსანი : რომანი/გურამ ფანჯიკიძე. - თბილისი : მერანი, 1972. - 279გვ.
  • საპატიო ნიშნის ორდენი


ბიბლიოგრაფია



მადლობა: გრიგოლ თვალჭრელიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0