იაკობ ფანცხავა ( 1867-1955) დაიბადა წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1893 წელს.
მსახურობდა ფოთის ქალაქის მმართველობაში და ქუთაისის სათავადაზნაურო–საადგილმამულო ბანკში; 1922 წლიდან იყო სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველი; 1924 წლიდან ფინანსთა სახლის კომისრის მოადგილე; ლიტერატურულ და საბუნებისმეტყველო წერილებს ბეჭდავდა გაზეთ "კვალში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში"; 1936-1940წწ. თარგმნა მედიცინის მეცნიერების სხვადასხვა სახელმძღვანელო: "აცრის საქმე", "ფსიქიატრის სახელმძღვანელო ფერშალთათვის", "პათოლოგიის სახელმძღვანელო", "ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო".
წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.80
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- რევკომის პრეზიდიუმი, წევრი
- საქართველოს კომუნისტური პარტია (1924-)
- სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია, წევრი (1903-1918)
- ქუთაისის მაზრის საბჭო, წევრი (1922-)
- ქუთაისის ქალაქის საბჭო, წევრი (1922-)
ბიბლიოგრაფია
- რჩეული ნაწერები : კრიტიკა, პუბლიცისტიკა, მემუარები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1980. - 242გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001687/