პეტრე უმიკაშვილი (1838-1904) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1864 წელს.
1893 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1894-1898წწ. შავი ქვის წარმოებაში ზესტაფონსა და ბათუმში. 1974 წელს დაბეჭდა "ლექსები სახალხო სიმღერებისაგან შედგენილი"; გამოაქვეყნა "არსენას ლექსი", "ეთერიანი", "ქართული ანდაზები"; მან შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.332; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.148
ბიბლიოგრაფია
- სახალხო ლექსები მცირე ტომთა ენებზე. სამზადისი : კრებული (ავტორი). - ტფილისი, ამხ. ცისკარი-ს გამოცემა, 1905. - 120გვ.
- დედანი. მრგვალი ხელი. ნუსხური ხელი (ავტორი). - ტფილისი, 1878. - 9გვ.
- ქართული ანდაზები (ავტორი). - ტფილისი, მელიქიშვილის და ამხ. სტ., 1876. - 52გვ.
- ქართული ანბანი (ავტორი). - ტფილისი, ამბრ. ემფინჯიანცის და კომპ. სტ., 1864. - 50გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001453/