სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10729

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ელიზბარ უბილავა (1917-1997) მწერალი, ჟურნალისტი, ჭალა, წალენჯიხა, სამეგრელო
ბმულის კოპირება



წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

ელიზბარ უბილავა (1917-1997) მწერალი, ჟურნალისტი, ჭალა, წალენჯიხა, სამეგრელო

ელიზბარ უბილავა (1917-1997) დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 

პირველი ლექსი 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული ნაწარმოები - 1940, პირველი წიგნი "სამგორი" - 1949. მას ეკუთვნის ლექსები, მოთხრობები, ნარკვევები, რომანები ("ანაკლიის ღამე", 1958; "ცხელი ნაპირი", 1983). ძირითადი წიგნები: "ნიკოლოზ შენგელაია" (1958), "ყავარჯენი" (1960), "მთანი მაღალნი", "მათ ასახელეს სამშობლო" (ორივე 1961), მოგესალმებით, "ქედებო" (1969), "სიჭაბუკის რომანტიკა" (1976), "განძეულის გუშაგი" (1980). თარგმნა ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვა თხზულებანი. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის , წევრი
  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0