სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ქეთი ტოროტაძე 1959წ ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი,   დაბ.თბილისი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ტოროტაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

434       ბეჭდვა

ქეთი ტოროტაძე 1959წ ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, დაბ.თბილისი

ქეთი ტოროტაძე (1959) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1988 წელს; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ამჟამად შეესაბამება დოქტორის ხარისხს).



მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რედაქტორად, უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1989-1991 წლებში აქვეყნებდა სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პუბლიკაციებს ქართულ პრესაში (გაზეთები "დედასამშობლო", "თბილისი", "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"). ნათარგმნი აქვს წიგნები ინგლისურიდან და რუსულიდან: უილიამ ს. მოემის "მოხატული ფარდა", ვაშინგტონ ირვინგის, ამბროზ ბირსის, დეივიდ ჰ. ლორენსის, მურიელ სპარკის მოთხრობები, ლოურენს გრინის "ძველი აფრიკის უკანასკნელი საიდუმლოებანი", ა. ვ. ჩაკლინის "მოგზაურობა საიდუმლოს ამოსაცნობად გრძელდება", ჩარლზ გალენკემპის "მაია - გამქრალი ცივილიზაციის საიდუმლო". 2011-2012 წლებში აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალში "ისტორიანი". არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი წიგნები:


"იმპერატორი ნაპოლეონი" (2013, https://saba.com.ge/books/details/1169)

"პოლონური ქრონიკები" (2013, https://saba.com.ge/books/details/1170)

"ინგლისური ლიტერატურის ისტორია" (2013, https://saba.com.ge/books/details/1171)

"თქმა მართლისა" (2015, https://saba.com.ge/books/details/2615)

"სიმბოლოები და ალეგორიები" (2016, http://saba.com.ge/books/details/4161)

"არჩილი" (2018, http://saba.com.ge/books/details/11358)

"ელექტრონული პორტრეტები" (2019, https://saba.com.ge/books/details/14771)

ელექტრონული ფორმით არის გამოქვეყნებული ელექტრონული წიგნების სახლში "საბა".

საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ავტორის პოზიციის თავისებურება XX საუკუნის მხატვრულ პროზაში (ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მასალაზე)" დაიცვა 1989 წელს.

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0