გიორგი ტიგინაშვილი (1986) დაიბადა თიანეთის რაიონში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 2009 წელს.
2004-2006წწ. იყო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე; 2006-2012 წწ. საეკლესიო გაზეთ "სიონი"-ს კორესპონდენტი; 2007-2008წწ. მუშაობდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად; 2009-2011წწ. სკოლა ლიცეუმ "სხივში" რელიგიისა და კულტურის პედაგოგად; 2010-2011წწ. დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადა"-ში რელიგიის ისტორიისა და სექტოლოგიის პედაგოგად; 2009-2011წწ. ქ. ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია "საღვთო სჯული"-ს ძვ. ქართული დამწერლობისა და მსოფლიო ეკლესიის ისტორიის პედაგოგად; პერიოდულად ეწევა პუბლიცისტურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ, რელიგიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში. ავტორია სამეცნიერო წიგნისა: "უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება"(2011). გამოცემული აქვს საკუთარი ნოველების, ლექსების, ესეების, წერილებისა და ინტერვიუების კრებულები: "მადლიერება"(2013), "მუდმივი აწმყო"(2013); 2015-2016წწ. ტელეკომპანია "ქართული არხი"-ს საავტორო გადაცემის "ზვარაკად შეწირულნი" წამყვანი; არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მკვლევარი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)
ბიბლიოგრაფია
- მუდმივი აწმყო : ლექსები, ნოველები, წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2013. - ISBN: 978–9941–9318–2–6
- მადლიერება : ნოველები, ლექსები, ესსეები, წერილები, ინტერვიუები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2013. - ISBN: 978–9941–9307–8–2
- უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება (ავტორი). - თბილისი, შ.პ.ს. ფავორიტი პრინტი, 2011. - 112გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001694/