ირინე ტალიაშვილი (1946) სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში. დაამთავრა თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1969 წელს. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის მუსიკის, თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტში ასისტენტად, ხოლო შემდეგ - რეჟისორად 1985 წლამდე. მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნდა 1974 წელს გაზეთებში: "ნორჩი ლენინელი" და "ახალგაზრდა კომუნისტი", ჟურნალებში: "დილა" და "პიონერი". მისი პირველი წიგნები: "ბავშვებს მარტოობის ეშინიათ", "გალიაში იფთირია", "აქილევსის დაბრუნება" გამოვიდა 1982 წელს.
წყარო: http://www.parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-respublikis-pirveli-mowvevis-uzenaesi-sabcho-1990-1991-ww/irine-taliasvili-44998.page
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991)
ბიბლიოგრაფია
- ქრისტეშობისთვის სისხლიანი ქორონიკონი (ავტორი). - თბილისი, შპს "აღდგომა", 1996. - 96გვ.
- პატივი ეცით სიკვდილს : მოთხრობები, რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 278გვ.
- სიყვარული უცხო ქალაქში : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 182გვ.
- "აქილევსის" დაბრუნება : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 187გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001161/