ირმა ტაველიძე (1973) დაიბადა ქალაქ გორში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. სწავლობდა ბუდაპეშტის(უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ფრანგულენოვან ჟურნალ "Geoigie plus"-ოს კორესპონდენტად. 2007 წელს გამომცემლობა "სიესტამ" გამოსცა მისი მოთხრობების კრებული "ავტობიოგრაფია ფრანგულად".
წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.335
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2008 - ლიტერატურული კონკურსი "წერო"
ბიბლიოგრაფია
- ამერიკული პასტორალი : რომანი (რედაქტორი). - თბილისი, დიოგენე, 2014. - 612გვ.. - ISBN: 978-9941-11-481-6
- მისნის ღამე : რომანი (რედაქტორი). - თბილისი, დიოგენე, 2012. - 426გვ.. - ISBN: 978-9941-11-295-9
- პლატფორმა : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2009. - 301გვ.. - ISBN: 978-9941-15-115-6
- ავტობიოგრაფია ფრანგულად : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2007. - 264გვ.. - ISBN: 978-99940-908-8-4
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006813/