დავით სულიაშვილი (1884-1964) დაიბადა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში. სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე.
1917-1920წწ. მუშაობდა რედაქციებში მდივნად; 1920-1921წწ. იყო სურამში ქალაქის თვითმმართველობაში მმართველის თანამდებობაზე; 1921-1922წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეთა მმართველი; 1922-1924წწ. ბაქოში რუსეთ–სპარსეთის ამხანაგობის კანტორის მმართველი; 1924-1927წწ. ჟურნალ "რევოლუციური მატიანის" სწავლული მუშაკი; 1927-1935წწ. ცენტრალური არქივის განყოფილების გამგე; 1905-1907წწ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ ბრძოლებში გორში, ჭიათურაში, შორაპანში. ავტორია წიგნებისა: "ცხოვრების ტალღებში"(1926, მოთხრობა), "ნაღვერდალი"(1928, მონოგრაფია), "შაქრო ჩოდრიშვილი"(1929, მოგონება), "მეორე დღეს"(1929), "შორეული ქრონიკა"(1931), "მეგობრის სისხლი"(1942, მოთხრობა), "თევდორე"(1943, ისტორიული მოთხრობა), "ზურაბის ციხე"(1946, მოთხრობა). რევოლუციონერი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, მწერალი, ბელეტრისტი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.326
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
- სკკპ, წევრი (1949-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- შორეული : ქრონიკა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის 1-ლი სტ., 1931. - 236გვ.
- ჩიკორი : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1930. - 76გვ.
- ნაღვერდალი : რომანი (ავტორი). - ტფილისი, ზარია ვოსტოკას სტამბა, 1927. - 143გვ.
- ცხოვრების ტალღებში : მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, შრომა, 1926. - 116გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001740/