გიგი სულაკაური (1953-2012) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს.
1978 წელს იყო ალმანახ "საუნჯის", 1979 წელს მთარგმნელობითი კოლეგიის განყოფილების და ჟურნალ "მნათობის" პოეზიის განყოფილების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: "საგნები თოვლში" (1982), "ზოდიაქოს ბორბალი" (1985), "ხეები, ბიჭი და სხვ..." (1995), "ქუჩის ბიჭების გასაგონად" (2000); მოთხრობების კრებულები: "მე და ჩემი ლიზა" (2004), "თამაში რევოლვერით" (2009).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1983-1998)
- საქართველოს პენ-კლუბი, ვიცე-პრეზიდენტი (1977-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა"
ბიბლიოგრაფია
- მე და ჩემი ლიზა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 122გვ.. - ISBN: 99940-15-89-3
- ხეები, ბიჭი და სხვ... : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 72გვ.
- კედელი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 109გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001315/