არჩილ სულაკაური (1927-1997) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს.
1957–1970წწ. მუშაობდა ჟურნალ "მნათობში" განყოფილების გამგედ, 1970–1971წწ. პასუხისმგებელ მდივნად; 1971–1981წწ. გამომცემლობა "ნაკადულში" დირექტორად; 1981 წლიდან ჟურნალ "მნათობის" მთავარ რედაქტორად. პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა. ლექსთა პირველი წიგნი 1951 წელს გამოსცა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980), პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" (1957), "ბიჭი და ძაღლი" (1966), "ოქროს თევზი" (1966), "სალამურას თავგადასავალი" (1969 ), "ლუკა" (1972), "თეთრი ცხენი" (1984). გამოქვეყნებული აქვს ლექსების ათამდე კრებული, პროზა.
წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი: buki.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
სალამურას თავგადასავალი : ზღაპარი უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის / არჩილ სულაკაური. -თბილისი : ნაკადული, 1968. -163გვ. - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- სალამურას თავგადასავალი : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1998. - 231გვ.
- ანდერძი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 32გვ.
- თეთრი ცხენი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 448გვ.
- ლირიკული საუბრები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 304გვ.
- სამი რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 549გვ.
- ბიჭი და ძაღლი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 245გვ.
- ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1960. - 145გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000723/