იროდიონ სონღულაშვილი (1880-1958) დაიბადა თბილისში, სოფელ დიღომში.
დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (ტექნიკური ქიმიის სპეციალობით).
ის იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე და თანამებრძოლი. 1909 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931-1934წწ. იყო ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწე, 1934-1953წწ. - ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგე. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. მისი შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი), ეთნოგრაფიის საკითხებს. სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი".
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ., 1985.-გვ.474 http://www.goodreads.com/author/show/16468995
ბიბლიოგრაფია
- მირანდუხტ იადხმობილი : ისტ. რომანი 5 წიგნად (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. - 639გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001043/