ვლადიმირ სოლოგუბი (1813-1882) დაიბადა ქალაქ პეტერბურგში.
1850 წელს ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში (მთლიანად ამიერკავკასიაში); იყო პირველი საოპერო თეატრის პირველი დირექტორი "სასცენო-სარეპერტუარო დარგში"; მას ეკუთვნის პირველი წერილი თბილისის საოპერო თეატრის, მისი შენობის, ინტერიერის, სეზონის გახსნის შესახენ; წერილი სათაურით "Новый театр в Тифлисе" გამოქვეყნდა გაზეთში "Кавказ"(1851, N29), ანალოგიური შინაარსის წერილები გამოქვეყნდა პარიზშიც; საქართველოს შესახებ დაწერა რამდენიმე ნაწარმოები, რომელთაგან გამოირჩევა პიესა "ღამე ქორწილის წინ"; რუსი გრაფი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 435
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008414/