ლევან სანიკიძე (1925-2001) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბეგეულში.
დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მოიწვიეს. 1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა ,"გაიუს გრაკხუსი", რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები, "მედეა", "სპარტაკი", "ქუთათურები", რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. 1976-81 წლებში გამოქვეყნდა ლ. სანიკიძის საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება "უქარქაშო ხმლები", რომელმაც რამდენიმე გამოცემას გაუძლო. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: "ანტიკური ქვეყნების ისტორია", "ამბავი კოლხი ასულისა", "რომის იმპერია", "მარიუსი და სულა", "კვერთხი ეშმაკთა", "კეისარიადა", "სამას-სამასი", "ალექსანდრე მაკედონელი", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "წიგნი მოწამეთა", "პონტოელნი", "მკვლელობა ხობის წყლის პირას", "პუნიკური ომები". ლევან სანიკიძის შემოქმედებას ეკუთვნის ასევე: პიესები და წერილები.
ბიბლიოგრაფია
- 309 ქართული სირცხვილი ; 777 ქართული სიქველე (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2001. - 357გვ.. - ISBN: 99928-866-3-3
- მუჭა-მუჭად გატანილი საქართველო (ავტორი). - თბილისი, 1997. - 436გვ.
- დედა-ისტორია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 480გვ.
- ალექსანდრე მაკედონელი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1994. - 364გვ. . - ISBN: 5-511-00596-7
- დავითიან-თამარიანი ანუ რომელმან აღაშენა, რომელმან დაამშვენა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1994. - 408გვ.
- წიგნი მოწამეთა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1991. - 598გვ.
- უქარქაშო ხმლები, წ. 2 (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 573გვ.
- უქარქაშო ხმლები, წ. 1 : ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 621გვ.
- ძეგლი ენისა სწორია : ლიტ.-პუბლ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 300გვ.