ალი სამსონია (1933-2001) დაიბადა ქალაქ ბათუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1957 წელს.
1980 წლიდან იყო ჟურნალ "ჭოროხის" მთავარი რედაქტორი; პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1957 წელს; მოთხრობების პირველი კრებული "იუმორისტული მოთხრობები" - 1959 წელს; პროზაული კრებულები: "ჩემი შვილი სიმონი" (1961), "ზღვა, მზე და სიყვარული" (1965), "პროვინციის მზე" (1973), "ნარკვევები" (1976), "ზღვა და სიყვარული" (1980) და სხვ.; პიესები: "ძველი ქოლგა", "ვაჩე ვაჩეიშვილი და სხვები" და სხვ.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ.,1985.-გვ.33
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1997 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ორი ზაფხული და ერთი შემოდგომა : იუმორისტ. მოთხრობები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა სტ.N1, 1996. - 176გვ.
- კაი კაცი : იუმორისტული მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 370გვ.
- დრამატურგების ქალაქი : წერილები (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1989. - 170გვ.
- სიზიხი და ოლგეა : პიესა (ავტორი). - თბილისი, 1988. - 28გვ.