ზაალ სამადაშვილი (1954) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობა "ბაბო დაჭრეს" გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ "ცისკარში".
არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".
2007 წელს დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.
1977წ. ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბოტრანტი., 1978-1980წწ. გეოლოგიური ექსპედიცია., კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი., 1983-1989წწ კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება., 1989-1994წწ. გაზეთების ,,მამულისა” და ,,ქომაგის” თანამშრომელი, ჟურნალის ,,XX საუკუნე” მთავარი რედაქტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი., 2005-2007წწ. თბილისის #53 საჯარო სკოლის დირექტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქ. თბილისის საკრებულო, თავმჯდომარე (2008-)
ქ. თბილისის საკრებულო, წევრი (2006-)
ბიბლიოგრაფია
როგორ უყვარდათ ერთმანეთი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2005. - 79გვ.. - ISBN: 99940-817-2-1
პლეხანოვური ამბები : მოთხრობები (ავტორი). - 2004, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა,, 2004. - 159გვ.. - ISBN: 99940-30-23-X
ბოშები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა,, 2003. - 103გვ.. - ISBN: 99928-987-9-8
გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 120გვ.
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000554/