ვიქტორ რცხილაძე (1941) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.
ქართველი დისიდენტი, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად დისიდენტური მოძრაობის ახალი ტალღის მოთავე. 1966-1970წწ. იყო ისტორიის მასწავლებელი სკოლაში; 1970-1975წწ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს განყოფილების გამგე; 1975-1976წწ. "ადამიანის უფლებათა დაცვისა" და "ჰელსინკის ჯგუფის"ერთ-ერთი დამაარსებელი, რის გამოც გადაასახლეს ყაზახეთში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მუშაობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად. ამავე დროს მოღვაწეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჟურნალში "საღვთისმეტყველო კრებული", რომელშიც 1982 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებს რელიგიის ფსიქოლოგიისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ. 1988-1990წწ. მერაბ კოსტავასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ძველი ჭეშმარიტი". 1990-1991წწ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიწვევით, იგი თეოლოგიის ისტორიაში კითხულობს ლექციებს. 1992 წლიდან პირველი პარლამენტის შექმნამდე ყოფილი დისიდენტი სახელმწიფო საბჭოს წევრი ხდება. დღეს მის მიერვე დაარსებული ჟურნალის, "რელიგიის", რედაქტორია.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 283
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "წმ. დავით აღმაშენებლის ქართველ ქრისტიანთა კავშირი", თავმჯდომარე
- საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაცია, თავმჯდომარე
ბიბლიოგრაფია
- თბილისის ღამე : რომანი (ავტორი). - თბილისი, 2010. - 264გვ.
- XX საუკუნის გერმანელი მოაზროვნეები ღვთის არსებობის შესახებ (ავტორი). - თბილისი, 2010. - 172გვ.
- ახალი კრებული : ესსეები, კრიტიკა, გამოხმაურება (ავტორი). - თბილისი, 2008. - 143გვ.
- ბოროტება, მისი ნიღბები და მისი გამოვლინება საქართველოში (ავტორი). - თბილისი, 2006. - 606გვ.
- პროზა. რელიგია. კრიტიკა (ავტორი). - თბილისი, 2001. - 688გვ.
- თბილისი : რომანი (ავტორი). - თბილისი, "სამშობლო"-ს სტ., 1997. - 113გვ.
- სულთა გამოცხადებანი და სპირიტიზმი ბიბლიისა და ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რწმენის სამსჯავროზე (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1992. - 120გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003031/