სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გურამ რჩეულიშვილი 1934-60წწ გარდ. 26 წლის ისტორიკოსი.  წარმ. თელავი

1934-1960 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი რჩეულიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

გურამ რჩეულიშვილი 1934-60წწ გარდ. 26 წლის ისტორიკოსი. წარმ. თელავი

გურამ რჩეულიშვილი (1934-1960) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.


პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე.   მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა.

ბიბლიოგრაფია



გურამ რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით . იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

მწერალი გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულმა შემთხვევამ 26 წლის ასაკში იმსხვერპლა. გაგრაში დასახრჩობად განწირული ადამიანების გადარჩენა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.გურამ რჩეულიშვილის ბავშვობის მეგობარი ნუგზარ წერეთელი, რომელიც შემდეგ მისი პირველი ბიოგრაფი გახდა, ხშირად იხსენებდა მწერლის საბედისწერო წინათგრძნობას. ის მეგობარს ხშირად ეუბნებოდა, გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო:

„ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე, შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. მაშინ ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო“.
ნუგზარ წერეთელი ხშირად იხსენებდა ისტორიებს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობრის უდიდეს ჰუმანურობას უსვამდა ხაზს:

“გურამს ძალიან უყვარდა „ბათინკები“, გიჟდებოდა. ერთხელ მშობლებმა ოცდაათი მანეთი მისცეს „ბათინკების“ საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები“ უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა, ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა, ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ქილაში ჩაუდო… თვითონ კი კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით“.
“ერთხელ, მივდივართ ელბაქიძის დაღმართიდან პლეხანოვისკენ სასადილოში ხინკლის საჭმელად, ბუნებრივია, ლექციების შემდეგ. ვართ ძალიან მშივრები, სულ გვაქვს 25 მანეთი. შეამჩნია, რომ იქვე, კუთხეში, მოხუცი ქალი ზის და იქაც იგივე დაემართა. ეტყობა, ცუდად გახდა, ადამიანი ასეთ დღეში რომ დაინახა, ამოიღო მთელი ჩვენი ფული და მისცა…“
გურამ რჩეულიშვილი რომანტიკულობითაც გამოირჩეოდა და სიყვარულშიც საოცრად ერთგული იყო. მას პირველად მესამე კურსზე შეუყვარდა. მისი რჩეული მზია ჩაჩავა იყო.

ნუგზარ წერეთელი მწერლის სიყვარულს ასე იხსენებდა:
“მზია ჩაჩავა ძალიან ლამაზი და კარგი გოგო იყო, მაგრამ მაშინ ჩვენ ცელქი, „აცვენილი“ ბიჭები ვიყავით. ალბათ, მზიამ იფიქრა, ამას როგორ გავყვეო და გათხოვდა. ისე მოხდა, რომ მზიას გათხოვების ამბავი სრულიად მოულოდნელად გავიგეთ. მზიას გურამისთვის ტიციან ტაბიძის წიგნი უთხოვებია. დილით ადრე ქალაქგარეთ მიდის და მანამდე უნდა მივუტანოო და დილის 6 საათზე, როცა ირიჟრაჟა, გურამი და მე უკვე ბაქრაძის ქუჩის კუთხეში ვიჯექით. მზია იქვე ახლოს ცხოვრობდა და უნდა ჩამოევლო. გახდა 11-12 საათი და მზია არ ჩანს. გურამმა მითხრა, მიდი, ნახე და ჰკითხე, რა მოხდაო. ავედი და გავიგე, რომ მზია გათხოვდა. მახსოვს, ეს რომ ვუთხარი, გურამი როგორც ქაღალდი, ისე გათეთრდა, ეს გოგო მთელი ცხოვრება უყვარდა“.

მოგვიანებით მწერალს ტრაგიკულად დაღუპული გურამ თიკანაძის და რუსუდანი შეუყვარდა. დიდი ხნის ფიქრის მან გურამთან შეხვედრა და დალაპარაკება გადაწყვიტა:

“გურამი სახლში დაგვხვდა, თავის ოთახში მიგვიპატიჟა. სასმელიც შემოიტანა. ცოტა ხანს ვისხედით, ვსაუბრობდით, საუბარი მაინც თითქოს დაძაბული და არაბუნებრივი გამოგვდიოდა. ამასობაში გურამმა დაძლია თავისი შინაგანი მღელვარება და დინჯად, ვაჟკაცურად უთხრა, რაშიც იყოს საქმე. გურამი ცოტა დაიბნა, ერთხანს ჩაფიქრებული და გაჩუმებული იჯდა, საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. როგორც ჩანს, გურამის უშუალობამ და პირდაპირობამ მოინადირა მისი გული. მერე გურამმა გვთხოვა, სადმე ერთად ვივახშმოთო. რესტორან „თბილისში“ შევედით. ეს რესტორანი იმ შორეულ წლებში თითქოს ყველაზე სახელგანთქმული იყო. შემოვუსხედით ყველა ჩვენგანისთვის, ალბათ უჩვეულო სუფრას. თამადაც ავირჩიეთ. გურამ თიკანაძემ თქვა: ვნახოთ, რა იქნება, მომავალი გვიჩვენებსო. გვიან ღამით დავიშალეთ. გურამის გატაცება გრძელდებოდა… ორი წლის შემდეგ ნელ-ნელა დაშორდნენ. იმის გამო კი არა, რომ არ უყვარდა, იმდენი სამუშაო ჰქონდა, გრძნობდა, რომ ოჯახი ხელს შეუშლიდა წერაში. დღე და ღამ წერდა“.

გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი სიყვარული მისი მეუღლე ირინა ბეგიშვილი გახდა, რომელმაც ერთადერთი გოგონა ია აჩუქა. როდესაც გურამი დაიღუპა, ია ათი თვის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გაგრაში დასასვენებლად მყოფი მწერალი დასახრჩობად განწირული რუსი ქალიშვილის გადარჩენას შეეწირა, მაგრამ ნუგზარ წერეთლის მტკიცებით, გურამმა რუსი ქალიშვილი გადაარჩინა და ზღვაში სამი მამაკაცის გადასარჩენად შებრუნდა:

“რუსი გოგონა უფრო ნაპირისკენ იყო და ის უცებ გამოაგდო. სამი კაცი იყო ამ დროს ზღვაში – ორი რუსი და ერთი ქართველი. დიდი ტალღა რომ წამოვიდა, გურამმა რაღაც მომენტში გაიძრო ტანსაცმელი და ტალღას შეჰყვა. შეეძლო გადარჩენა, მაგრამ სიკვდილს ეთამაშებოდა და ეგონა, გაიტანდა თავისას, როგორც ალავერდში. შეეძლო, ვერტმფრენი რომ მოვიდა და კიბე ჩამოუშვა, თვითონ ასულიყო, მაგრამ ჯერ ერთი აუშვა და მოეხმარა, მერე მეორე აიყვანა, მესამე და თვითონ რომ ავიდა, მაშინ გაწყდა თოკი. მე არ დავბერდებიო, ამბობდა და მართლაც არ დაბერდა. 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა“.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მწერალმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა დაწერა, რომელსაც „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ“ უწოდა, სადაც ის წერდა, ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა…

„მთებში დავდივარ – ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?“ – ამბობდა საკუთარ თავზე გურამ რჩეულიშვილი.
https://artinfo.ge/2016/01/guram-rcheulishvilis-sabed/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 9

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0