სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ულრიხ კარლ პაულ რაუშერი 1884-1930წწ  დიპლომატი, მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, შტუტგარტი, გერმანია.

1844-1930 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი რაუშერი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

373       ბეჭდვა

ულრიხ კარლ პაულ რაუშერი 1884-1930წწ დიპლომატი, მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, შტუტგარტი, გერმანია.

ულრიხ კარლ პაულ რაუშერი (1884-1930) დაიბადა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში.


 გერმანელი სახელმწიფო მოხელე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მწერალი. გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკის) ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920-1922 წლებში. წარმოშობით ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. მიიღო შესანიშნავი განათლება მიუნხენში, ჰაიდელბერგში, სტრასბურგსა და ოქსფორდში. პროფესიით იურისტი გატაცებული იყო მუსიკით, ხელოვნებით, გერმანულად თარგმნიდა ფრანგულ ლიტერატურას, საკუთარ წერილებს ხელოვნების სფეროზე აქვეყნებდა წამყვან გერმანულ გამოცემებში. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მუშაობდა იმპერიის პრესის განყოფილებაში (ReIchspresseamt) ბრიუსელის საგენერალგუბერნატოროში და მხარს უჭერდა გერმანიის იმპერიის პოლიტიკას ბელგიის მიმართ. ერთი პერიოდი იბრძოდა კიდეც არტილერისტად დასავლეთის ფრონტზე, 1918 წლიდან კკვლავ ჟურნალისტად დაბრუნდა ბერლინში.



წლის ბოლოს ხდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მალე იკავებს რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას: ინიშნება ფი-ლიპ შაიდემანის პირად მდივანად, 1919 წელს კი გერმანიის ხელისუფლების პრესის განყოფილების უფროსად. 1920 წლის სექტემბერში ვაიმარის რესპუბლიკამ დე იურე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის დეკემბერში გერმანიამ საქართველოში თავის წარმომადგენლად ულრიხ რაუშერი დაამტკიცა, რომელიც თბილისში 1921 წლის 8 იანვარს ჩამოვიდა. საქართველოს თავს დამტყდარი ბოლშევიკური აგრესიის გამო, ფაქტობრივად, მხოლოდ ომის ხანაში მოუწია საქართველოში ყოფნა. მუდმივად საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების გვერდით იმყოფებოდა ომის მიმდინარეობისას და დარჩა მასთან ევაკუაციამდე, რაც 1921 წლის მარტში განხორციელდა. ამის მერეც მთელი წლის მანძილზე ასრულებდა თავის მოვალეობას და გერმანიაში გაემგზავრა 1922 წლის დასაწყისში. 1922 წლის აპრილიდან იყო გერმანიის ელჩი მეზობელ პოლონეთში სიცოცხლის ბოლომდე. მხარს უჭერდა ტრადიციული გერმანულ-პოლონური მტრობის ჩარჩოებში მოქცევას და ურთიერთობის ნორმალიზებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ელჩობისას გერმანია-პოლონეთს შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება, ე.წ. "ლიკვიდაციის ხელშეკრულება" (31.10.1929), რომლის ძალითაც გერმანიამ და პოლონეთმა უარი თქვეს მსოფლიო ომისგან და ვერსალის ზავისგან მომდინარე ფინანსურ მოთხოვნებზე ერთმანეთის მიმართ და ასევე სავაჭრო ხელშეკრულება (17.3.1930). ურთიერთობების ნორმალიზაცია ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. გარდაიცვალა გერმანიაში, შვარცვალდში ყოფნისას.

წყაროსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.329


http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014276/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0