ალექსი ხეცაშვილი 1966-93წწ. გარდ. 27 წლის. სოფ. ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი. დუშეთის ბატალიონი. დაბ. თელავი, კახეთი
ალექსი ფირუზის ძე ხეცაშვილი დაიბადა 1966 წლის 20 დეკემბერს თელავში.
იბრძოდა სამაჩაბლოში. შემდგომ დუშეთის ბატალიონში აფხაზეთში. გარდაიცვალა 1993 წლის 2 ივლისს ტამიშის ბრძოლაში (1993წელი. 2-11 ივლისი). დესანტის მოულოდნელი გადმოსხმის შემდგომ თანამებრძოლებს გაუკეთა კორიდორი, თვითონ კი ბრძოლის ველზე დარჩა. შეგახსენებთ დუშეთის ბატალიონმა ამ ბრძოლაში დაკარგა 52 მებრძოლი სულ ტამიშის ბრძოლაში 300 მებრძოლი. დაკრძალულია თელავში.
ინფორმაცია მოგვაწოდა თენგო ხეცაშვილმა (ძმა)
ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021
რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 02.10.2021
რედაქტირება ტექსტი ვალენტინა დეკანოზიშვილი 30.11.2021