სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ვასილ პატარაია 1895-1969წწ დრამატურგი, თანამდებობის პირი, მწერალი, დაბ.ბანძა, მარტვილი, სამეგრელო

1895-1969 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი პატარაია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

330       ბეჭდვა

ვასილ პატარაია 1895-1969წწ დრამატურგი, თანამდებობის პირი, მწერალი, დაბ.ბანძა, მარტვილი, სამეგრელო

ვასილ პატარაია (1895-1969) დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.


1919-1921წწ. იყო თბილისში სტატისტიკური განყოფილების ინსტრუქტორი; 1921-1922წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1922-1925წწ. რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1925-1929წწ. ხელოვნების მუშაკთა კავშირის განყოფილების გამგე; 1929-1931წწ. ოპერისა და ბალეტის თეატრის უფროსი ადმინისტრატორი; 1931-1932წწ. ბათუმის თეატრის დირექტორი; 1932-1935წწ. ქართული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი; 1936-1939წწ. ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი; 1939-1940წწ. ქართული სახელმწიფო ესტრადის სამხატვრო ნაწილის გამგე; 1940-1944წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1944-1946წწ. ოპერისა და ბალეტის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1922 წელს თანამშრომლობდა  გაზეთ "ტრიბუნაში", სხვადასხვა ფსევდონიმებით ათავსებდა სატირულ წერილებსა და ლექსებს "ცისფერყანწელების" წინააღმდეგ; 1948 წელს დაწერა კომედია "უჩა უჩარდია", რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში; 1950 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრმა დადგა მისი პიესა "სანაპიროზე", რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ცალკე წიგნად ქართულ და რუსულ ენებზე; ავტორია პიესებისა: "თეთრკანიანები", "რუსთაველები", "მელიას კუდი", "ქალიშვილი ზღვის პირას", "ის მეძახის", "მთვარეული", "დავალების შესრულება"; დაწერილი აქვს საოპერო ლიბრეტო "ნაილი"(1951, 4 მოქმედებად).


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.298

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1952-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0