გიორგი პაპუაშვილი (1930-2017) დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში. დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1957 წელს.
1957 წლიდან 1961 წლამდე მუშაობდა პედაგოგად, 1962 წლიდან 1965 წლამდე სარაიონთაშორისო გაზეთ "სამგორი"-ს თანამშრომლად, 1965 წლიდან 1979 წლამდე საქართველოს რადიოს გარდაბნის რაიონის კორესპონდენტ-ორგანიზატორად, 1979 წლიდან პროფესიონალი მწერალი. მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის პრემია (1997).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ციყვი მაშო და თაგვი მიხო : ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1991. - 8გვ.
- პატარა მონათხრობი დიდ ამბავზე (ავტორი). - თბილისი1995, ნაკადული, 1989. - 220გვ.
- დაბრუნება : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1988. - 475გვ.
- შორეული ციალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 399გვ.
- ჯონი : ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1979. - 118გვ.
- ქალიშვილის პორტრეტი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 211გვ.
- დედაჩემის ნაამბობი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 158გვ.
- ლოჭო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1971. - 202გვ.
- ცერა : ზღაპარი სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, დილა, 1970. - 15გვ.
- ზაფხულის ერთ დილას : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1969. - 123გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000511/