გურამ ოდიშარია (1951) დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ "რიწის" მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა "მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. არის 9 პოეტური კრებულისა და 5 პროზაული წიგნის ავტორი. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე. უკანასკნელი წლები სისტემატურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში (სოჭი, მოსკოვი, ნალჩიკი, წახკაძორი, კონობეევო და სხვა). 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
- კულტურისა და ხელოვნების ასოციაცია "ახალი ხედვა", პროგრამების კოორდინატორი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- გამომცემლობა "ლომისის" პრემია
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- შავი ზღვის ოკეანე : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2000. - 440გვ.
- სოხუმში მოსალოდნელია წვიმა (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1997. - 132გვ.
- სოხუმში დაბრუნება (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 276გვ.
- სონატა სოხუმზე და შენზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 32გვ.
- ზღვის გასაღები : ლექსები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1991. - 139გვ.
- შუაღამის ხე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 99გვ.
- სალამია : მოთხრობები, ლიტ. ზღაპრები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1988. - 163გვ.
- შვიდი სურათი ბავშვისათვის : ლექსები, პოემა (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1986. - 82გვ.
- უნებლიე ვედრებანი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 85გვ.
- წვიმის გამოხმობა : პოემები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1984. - 76გვ.
- მშვიდობა სახლსა ამას : ლექსები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1982. - 59გვ.
- საგალობლები შენთვის : ლექსები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1978. - 43გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000467/