სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ეგნატე ნინოშვილი 1859-1894წწ მწერალი, დაბ. ყელა, ლანჩხუთი, გურია

1859-1894 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნინოშვილი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

423       ბეჭდვა

ეგნატე ნინოშვილი 1859-1894წწ მწერალი, დაბ. ყელა, ლანჩხუთი, გურია

ეგნატე ნინოშვილი (1859-1894) დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ყელაში. 


დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872).  1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1878 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის. 1879-1881 წლებში  მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ. 1886წ. გაემგზავრა  საფრანგეთში. დაბრუნდა 1887წ. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის  ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგ. ნინოშვილის სამწერლო  მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები  იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი" და  სხვ.) ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, "სიმონა" და "ქრისტინე" (1892). თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის  მებრძოლად წარმოგვიდგა. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის  სამტომეული და სხვ.



მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული  გარდაიცვალა. ამ დღეს საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებმა ოფიციალურად  გამოაცხადეს "მესამე დასის" დაფუძნება.

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0