ჰენრიხ ნეიჰაუზი ( 1888-1964) დაიბადა უკრაინის ქალაქ ელიზავეტგრადში. დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1915 წელს.
თავდაპირველად მეცადინეობდა მამასთან, პიანისტ და პედაგოგ გუსტავ ნეიჰაუზთან(1847-1938), შემდეგ ლ. გოდოვსკისთან; 1916-1918წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1918-1922წწ. ქ. კიევის კონსერვატორიის პროფესორი; 1922-1964წწ. ქ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1919 წლიდან პროფესორი; ქართველი მოწაფეები: ქ. ჯიქია, ა. ნიჟარაძე, ნ. ცინცაძე; სხვა მოწაფეები: ს. რიხტერი, ე. გილელსი, ი. ზაკი, ე. მალინინი, ე. მოგილევსკი, ვ. გორნოსტაევა, ა. ვედერნიკოვი, ლ. ნაუმოვი, ბ. მარანც, ს. ნეიჰაუზი(ვაჟიშვილი); XX-საუკუნის 20-50-იან წლებში სისტემატურად ჩამოდიოდა თბილისში, მართავდა კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, ატარებდა მასტერკლასებს, გაკვეთილებს; მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან, მხატვრებთან და პოეტებთან; წარმოშობით გერმანელი, რუსი პიანისტი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 365
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1956 - რუსეთის სახალხო არტისტი
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007822/