დავით ნახუცრიშვილი (1874-1932) დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. დაამთავრა სასულიერო სემინარია ქალაქ პოლტავაში 1900 წელს.
1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალში" და ჟურნალ "მოგზაურში"; შემდეგ – "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", "გლეხში", "მიწაში", "ნაკადულში", "თეატრი და ცხოვრებაში"; 1902-1904წწ. იყო ქართული თეატრის ადმინისტრატორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სოფელ ხაშმში სახალხო თეატრისა და სამკითხველო–წიგნთსაცავის დაარსებაში; 1895 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ხალხური ზღაპარი "არაფერი" და ხალხური "ნანა" ჟურნალ "ჯეჯილში"; წერდა პიესებს, მოთხრობებსა და ლექსებს; ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულად; ნათარგმნი აქვს სამი დიდი ოპერა: "ფაუსტი"(1906), "რიგოლეტო" (1925), "ჰუგენოტები" (1925); ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი "იანიჩარი" (1905, ისტორიული დრამა) და "ჯიუტები" (1914, მოთხრობების კრებული).
წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.289
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- დრამატიული საზოგადოების გამგეობა, წევრი
ბიბლიოგრაფია
- მგზავრის ღამეული სიმღერა : ერთი შედევრის სამოცდაათი ქართ. თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 82გვ.. - ISBN: 978-9941-430-91-6
- იანიჩარი : ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, მ. შარაძის და ამხ. სტ.), 1901. - 144გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001732/