ნათელა ონაშვილი დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს.
პროზაიკოსი, ლიტერატურის მცოდნე.
მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლიტერატურის კათედრებზე დოცენტის თანამდებობაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ილ. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენეთა და კულტურის უნივერსიტეტში დოცენტად. იგი ავტორია ლექსისა "თუ ასე ტურფა იყავი...", რომლის სტრიქონებზე შექმნილი სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჰამლეტ გონაშვილის შესრულების შემდეგ.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიბლიოგრაფია
- მანძილი ზეცამდე : ბიოგრაფიული თხზულება (ავტორი). - თბილისი, 2002. - 247გვ.
- გოდება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 1998. - 39გვ.
- რევაზ ყიფიანი (ავტორი). - თბილისი, 1997. - 215გვ.
- აჰა, სამშობლოვ, სიტყვა ქართული : გიორგი ლეონიძე (ავტორი). - თბილისი, 1996. - 167გვ.
- მანძილი მიწამდე : რომანი. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 255გვ.
- ქმნა მართლისა სამართლისა : მხატვრულ - დოკუმენტური მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 1979. - 218გვ.
- გრიგოლ აბაშიძის პოემები : ლიტერატურული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 109გვ.
- საბრალდებო დასკვნა : მხატვრულ - დოკუმენტური მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 1977. - 192გვ.
- ფერადი ფოთლები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1971. - 161გვ.
- პატარა მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1958. - 80გვ.