იოსებ ომაძე დაიბადა 1936 წელს ქალაქ ბათუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1960 წელს.
1960 წელს დაიწყო მუშაობა ნავთობ-გეოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, სადაც ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მოთხრობა "მეწიეთი" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1973 წელს; პირველი წიგნი, "ჩვენი ნიკალა", გამოიცა 1990 წელს. იგი არის საკუთარი წიგნების მხატვარ-გამფორმებელი. ჩაწერა და ლიტერატურულად დაამუშავა ცნობილ ქართველ მხატვართა მოგონებები: კოკა იგნატოვის, ქრისტესია ლებანიძის და გივი კასრაძისა.
ბიბლიოგრაფია
- გვირაბი : რომანი-გროტესკა (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2004. - 182გვ.. - ISBN: 99928-30-82-4
- ნიკო ფიროსმანაშვილი : რომანი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 380გვ.. - ISBN: 99928-30-45-X
- მხიარული ზაფხული ბაკურიანში : რომანი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 204გვ.. - ISBN: 99928-30-48-4
- ია ანუ ერთგულება : რომანი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 370გვ.. - ISBN: 99928-30-21-2
- მხიარული ოთახი : სალაღობო რომანი 42 წკიპურტად (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 242გვ.
- ბედნიერი ფამფალეთი და სხვა ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა "სამშობლოს" სტ., 1998. - 176გვ.
- ჩვენი ნიკალა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 170გვ.