სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
კონსტანტინე ნაკაშიძე 1947წ მწერალი, სცენარისტი. დაბ. ოზურგეთი გურია
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნაკაშიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

437       ბეჭდვა

კონსტანტინე ნაკაშიძე 1947წ მწერალი, სცენარისტი. დაბ. ოზურგეთი გურია

კონსტანტინე ნაკაშიძე დაიბადა  1947 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით, რუსული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა 1970 წელს.


1971-1983წწ. კარლ მარქსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკარი, უფროსი ბიბლიოთეკარი, მთავარი ბიბლიოთეკარი; 1983 წლიდან საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიენე", უფროსი რედაქტორი; შემოქმედებითი გაერთიანება "საუნჯე", ხელმძღვანელი; კინოგაერთიანება "რაკურსი", მთვარი რედაქტორი; 2007 წლიდან საქართველოს ეროვნული არქივი, კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მრჩეველი, დირექტორი. სცენარის ავტორია ფილმების: "ქართული წიგნი" (დოკუმენტური, 1976), "უფლის ციხე" (დოკუმენტური,  1981), "დავით სარაჯიშვილი" (დოკუმენტური,  1984), "მცხეთა" (დოკუმენტური,  1993) და სხვ.; 1975 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები ჟურნალებში "ცისკარი" და "ნობათი".


წყარო: http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=779

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1997-)
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1993-)

ბიბლიოგრაფია

ნაკაშიძეები — ქართული გვარი, გავრცელებულია გურიაში. ნაკაშიძეებს, როგორც გურიის სამთავროს ერთ-ერთ „უწარჩინებულეს“ თავადურ გვარს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი. ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერის მიხედვით გვარი ნაკაშიძე მოდის დიარბაქირის წინამძღვარიდან, რომელსაც ეწოდებოდა ნაყაშ, რადგან მხატვრობა იცოდა. სიტყვა ნაყაში თურქულ ენაში შესულია არაბულიდან და მხატვარს ნიშნავს. ნაყაშის შვილები საქართველოში, გურიაში დამკვიდრდნენ და თავადობა მიიღეს 1231 წლიდან. ეს ცნობა სარწმუნოდ არაა მიჩნეული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ნაკაშიძეები გურიის ადგილობრივი მკვიდრი თავადები იყვნენ.

პროფესორ იური სიხარულიძის აზრით ნაკაშიძე მოდის სვანური ნაკანიდან, რომელიც მოგვიანებით ნაკაშიდ გადაიქცა. სიხარულიძის მიხედვით, თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და ნაკაიძეები გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ. 

ნაკაშიძეების სათავადო მოიცავდა სოფლებს გურიანთა, ვაშნარი, ციხე, ჭანიეთური, გამოღმა ბაილეთი, ახალსოფელი, მაკვანეთი. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს ჩოჩხათში, ზედუბანში, ლანჩხუთში, გოგორეთში, ასკანაში, ხარაულში, ოქროსქედში, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში, მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე ნატანების ქვემო წელზე. ნაკაშიძეების საზაფხულო რეზიდენცია იყო ციხე, საზამთრო კი ვაშნარი. ნაკაშიძეების ერთი შტო მაკვანეთში ცხოვრობდა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იქ სასახლე ჰქონდა მოწყობილი. სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა. ნაკაშიძეებს გურიელების კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა, ერმენის მებაჟეობა. გიორგი III გურიელის დროს იხსენიება მამუკა ნაკაშიძე, რომელსაც მეღვინეთუხუცესის თანამდებობა ეეკავა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0