დავით მჭედლური დაიბადა 1947 წელს დუშეთის სოფელ მიგრიაულთაში. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციის განყოფილების გამგედ, გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" და ჟურნალ "ცისკრის" კრიტიკის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "მერანის" მთავარ რედაქტორად.
გამოცემული აქვს ლექსების 10 კრებული, (11-ე "მოგენებები სიცოცხლეზე" დაიბეჭდა გარდაცვალების შემდეგ) აგრეთვე რომანი "პირველი", ისტორიული ჟანრის "ლავრენტი ბერიას მთავარი დანაშაული", კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების სამი წიგნი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, პასუხისმგებელი მდივანი (1992-)
- საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1995 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
- 1985 - ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საკავშირო ახალგაზრდული პრემია
ბიბლიოგრაფია
- ქაღალდის ფრთები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2003. - 92გვ.. - ISBN: 99928-949-2-X
- ეროვნული იდეის ძიებაში : კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები (ავტორი). - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2000. - 284გვ.. - ISBN: 99928-46-28-3
- მდინარეთა და ქართა შესახებ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 200გვ.
- პირველი : პუბლიცისტური რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1998. - 199გვ.
- თოვლზე ნაწერი ამბავი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1996. - 256გვ.
- თავისუფლების სახელით : წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 248გვ.
- გადავიხედოთ გალავნის გარეთ : ლიტ.-კრიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 273გვ.
- თოვლის დღესასწაული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 102გვ.
- მონატრება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 54გვ.
- დამშვიდობება საგვარეულო სახლთან : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1980. - 70გვ.
- პირმზითი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1975. - 59გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000590/