კამკამიძე ანატოლი მიხეილის ძე (7 ივნისი 1936-99) გენერალ-პოლკოვნიკი (1992), შეიარაღებული ძალების სარდალი დაბადების ადგილი: ქ. ჟმერინკა (უკრაინის სსრ).
Камкамидзе Анатолий Михайлович (1936–1999),
генерал-майор (23.02.1976),
генерал-лейтенант (23.02.1984).
დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა გამოცდები ოდესის ვოროშილოვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში 1954 წელს.
1957 წლიდან მსახურობდა გერმანიაში, საბჭოთა ჯარების ჯგუფში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად. 1967 წლამდე მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1967-1970 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1970 წელს დაინიშნა მოტომსროლელთა პოლკის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1972 წელს მოტომსროლელთა პოლკის მეთაურად. 1973 წელს დაინიშნა დივიზიის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1974-1981 წლებში მსახურობდა 41-ე მოტომსროლელთა დივიზიის მეთაურად მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1974 წელს მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1981 წლიდან მსახურობდა კარპატისპირეთის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად. 1984 წელს დაინიშნა ამავე ოლქის სარდლის მოადგილედ საბრძოლო მომზადებაში. 1992 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში და დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1992 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. სსრკ შეიარა-ღებულ ძალებში სამსახურისთვის დაჯილდოებულია III ხარისხის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი (1975), გენერალ-ლეიტენანტი (1984), გენერალ-პოლკოვნიკი (1992).
წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.104
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი